ელდარ გოგოლაძის საქმე - პროკურატურას CIA- ს თანამშრომლის მკვლელობის საქმე გაახსენდა

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ეთერში, ქართუ ჯგუფის ყოფილი ვიცე პრეზიდენტის მიერ, ბიძინა ივანიშვილის სკანდალური მხილების შემდეგ, "ოცნების" პროკურატურისთვის ელდარ გოგოლაძის საქმე განსაკუთრებულ პრიორიტეტად იქცა. 

შოთაძის უწყებაში გამოკითხვაზე დაიბარეს ანზორ შარმაიძე. ის ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის თანამშრომლის ფრედი ვუდროფის მკვლელობის საქმეზე იყო მსჯავრდებული.

შარმაიძემ 14 წლიანი სასჯელი მოიხადა და 2008 წლიდან საქმის გადახედვასა და მისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს, თუმცა ყველა მისი მოთხოვნა წლების განმავლობაში რეაგირების გარეშე რჩებოდა.

ის პროკურატურაში დღეს დაკითხეს და საგამოძიებო უწყებას 1993 წელს მომხდარი მკვლელობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

შარმაიძის უფლებადამცველი ამბობს, რომ ერთადერთი მოთხოვნა შარმაიძის დაზარალებულად ცნობაა.

აღსანიშნავია ის, რომ  საქმე მას შემდეგ ამოტივტივდა, რაც ელდარ გოგოლაძემ ივანიშვილი საჯაროდ ამხილა "მთავარი არხის" ეთერში.

ამერიკის მოქალაქის მკვლელობის დროს, გოგოლაძე ედუარდ შევარდნაძის დაცვის უფროსის თანამდებობას იკავებდა და მკვლელობის დროს იმავე მანქანაში იჯდა.

ვუდროფი 1993 წელს თბილისის შემოსასვლელში მოკლეს. პროკურატურამ მაშინ თქვა, რომ მას ბრმა ტყვია მოხვდა ჯარისკაცის იარაღიდან და ეს ჯარისკაცი სწორედ ანზორ შარმაიძე იყო.

ელდარ გოგოლაძე ნიკა გვარამიასთან სკანდალური ინტერვიუს დროსაც ვარაუდობდა, რომ მის განცხადებების შემდეგ აღნიშნულ საქმეს პროკურატურა თაროდან ჩამოიღებდა.

საქმეზე ხანდაზმულობის ვადა 3 წელიწადში იწურება, შესაბამისად შარმაიძის ადვოკატი ითხოვს, რაც შეიძლება მალე გადაიხედოს ის.

ნიკა გვარამიას ინტერვიუ ელდარ გოგოლაძესთან - ყველაფერი ოლიგარქის შესახებ

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი