ახალი შეზღუდვების გამო პატიმრები ხანმოკლე პაემნის უფლებით 1-ლ იანვრამდე ვერ ისარგებლებენ

გამოქვეყნდა:

ქვეყანაში მთავრობის მიერ დაწესებული ახალი შეზღუდვების ამოქმედების გამო, პენიტენციურ დაწესებულებაშიც განსაკუთრებული პირობები ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს პირველ იანვრამდე ხანმოკლე პაემნით სარგებლობის უფლება არ ექნებათ.

"2020 წლის 5 მარტის N4109 ბრძანებაში "პენიტენციურ დაწესებულებებში განსაკუთრებული პირობების შემოღების შესახებ" შევიდა ცვლილებები და განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს 2020 წლის 1-ლ იანვრამდე შეუჩერდათ პატიმრობის კოდექსით განსაზღვეული ხანმოკლე პაემნით სარგებლობის უფლება, ხოლო ამავე კოდექსით განსაზღვრული ამანათების უფლება შეუჩერდათ მიმდინარე წლის 28 დეკემბრამდე", - წერია პენიტენციურის განცხადებაში. 

შეზღუდვების მოქმედების ვადის შემდგომ გაგრძელებასთან ან მოხნასთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახური გადაწყვეტილებებს ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების შესაბამისად მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნომებრიდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყანაში ახალი შეზღუდვები იმოქმედებს. შეზღუდვების მიხედვით, ჩერდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, იხურება და მიტანის სერვისზე გადადის ყველა რესტორანი და კვების იბიექტი, ახალი შეზღუდვები შეეხო ბაზრობებს, სასწავლო დაწესებულებებსა და გარეთ გადადგილებსაც. მთავრობის ახალი გეგემის მიხედვით, შეზღუდვების შემსუბუქება და მოხსნა ეტაპობრივად მოხდება.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი