პროტესტს ვერ გააჩერებენ, მიიღებენ რაც მოღალატე ხელისუფლებას ეკუთვნის - ხოშტარია

გამოქვეყნდა:

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას თქმით, აბაშიძე-კარასინის შეხვედრის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე მოსახლეობის პროსტესტი აბსოლუტურად ლეგიტიმურია და დროებით კედელზე ანტისაოკუპაციო წარწერის გამო პოლციია აქციის მონაწილეებს არ უნდა აკავებდეს.

"აბსოლუტურად ლეგიტიმური პროტესტი "ქართული ოცნების" მხრიდან გავრილოვის ფაქტობრივად მეორეჯერ ჩამოყვანის წინააღმდეგ. როდესაც გუშიინ რუსებთან ერთად აბაშიძემ დაგმო გავრივლოვის ჩამოსვლასთან დაკავშირებული პროტესტი. აქ დროებით კედელზე ვაწერთ - 20%-ს და რუსულ საბჭოთა სიმბოლიკას და ამის გამო აკავებენ აქტივისტებს. არაფერი ამაში ახალი არ არის, პროტესტს ვერ გააჩერებენ, მაინც მიიღებენ საბოლოო ჯამში იმას რაც ეკუთვნის მოღალატეობრივ ხელისუფლებას", - თქვა ელენე ხოშტარიამ. 

ხოშტარიას თქმით, აბაშიძეს არანაირი უფლება არ აქვს არალეგიტიმური ხელისუფლების პირობებში საქართველოს სახელით ილაპარაკოს. მისი განცხადებით, აბაშიძემ გუშინ მორიგი მოღალატეობრივი აქტი ჩაიდინა.

ცნობისთვის აბაშიძე-კარასინის შეხვედრის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია რომ, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა 20 ივნისის მოვლენები და საპროტესტო აქციები იყო. მოსკოვმა ამ დემონსტრაციებს "ქართველი ნაციონალისტების მიერ მოწყობილი ანტირუსული პოვოკაცია" უწოდა.

ლავროვის უწყება აცხადებს, რომ ქვეყნებს შორის ფრენების აღდგენის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა საქართველოში ანტირუსული მანიფესტაციების შეწყვეტაა. 

ამის შესახებ არაფერი იყო ნათქვამი ქართული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

შეგახსენებთ, რომ ელენე ხოშტარიამ, ხატია დეკანოიძემ და სამოქალაქო აქტივისტებმა ცოტა ხნის წინ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან სტენსილები დახატეს, მოგვიანებით მათ პარლამენტთან გადაინაცვლეს წარწერების გასაკეთებლად, თუმცა პოლიციამ 2 აქტივისტი დააკავა.

ამავე თემაზე:

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი