საბიუჯეტო დაფინანსებაზე უარის გამო, "ტესლას" დაპირებულ მოდელებს "გირჩი" ვერ გაათამაშებს

გამოქვეყნდა:

პოლიტიკური პარტია "გირჩი" განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ამომრჩევლისთვის დაპირებული ტესლას ავტომობილები ვეღარ გათამაშდება, რადგან "გირჩი" საბიუჯეტო დაფინასებაზე უარს ამბობს.

არჩევნების შედეგად, გირჩს ბიუჯეტიდან სამ მილიონ ლარზე მეტის მიღება შეუძლია. ამ თანხით კი, პარტიის წევრები არჩევნებზე ნამყოფ ადამიანებს შორის ტესლას ავტომანქანების გათამაშებას გეგმავდნენ, რაც პოლიტიკის დაფინანსების მათთვის მიუღებელი წესის პროტესტის გამოხატულება იქნებოდა. თუმცა, "გირჩი" ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღებაზე უარს ამბობს.

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ დღეს, ბიუჯეტის ფულით, „ტესლას“ გათამაშებაც არ შეიძლება. ეს წინააღმდეგობაში მოდის რეალური ბოიკოტის იდეასთან. სრულიად გაუგებარია, არჩევნების შედეგების არ აღიარების და საპარლამენტო ბოიკოტის პირობებში, რატომ ვცნობთ არჩევნების შედეგებს მხოლოდ იმ ნაწილში, რაც საბიუჯეტო დაფინანსების მიღებას ეხება. ბოდიშს ვუხდით პროექტში მონაწილე ადამიანებს დანაპირების შეუსრულებლობისათვის და გპირდებით, რომ აუცილებლად მოვა დრო, როცა ტესლას ნაცვლად, ყველას მეტ თავისუფლებას გადმოგცემთ", - ვკითხულობთ განცხადებაში. 

ცნობისთვის, არჩევნების ოფიციალური შედეგებით, პარლამენტში შესვლის უფლება რვა ოპოზიციურმა პარტიამ მიიღო.

აქვე შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს სრულად ოპოზიციური სპექტრი გაყალბებულად თვლის და საკანონმდებლო ორგანოს მანდატებზე უარს ამბობს. ოპოზიციის არც ერთ წარმომადგენელს მაჟორიტარულ ოლქებში არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა არ მიუღია.

"ოცნება" ოპოზიციას დაფინანსების შეწყვეტით ემუქრება - ვის რამდენი ერგება

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი