ბიძინა ივანიშვილის გუნდი, რომელმაც ხალხს არჩევნები გაუყალბა და ოპონენტებს ხმები მოპარა, ახლა პოლიტიკურ პარტიებს დაფინანსების შეწყვეტით ემუქრება.
მიუხედავად იმისა, რომ კანონში პირდაპირ არის გაწერილი, ვის რა რაოდენობის დაფინანსება ეკუთვნის ბიუჯეტიდან, "ქართულმა ოცნებამ" ბოიკოტის რეჟიმში მყოფ ოპოზიციაზე მანიპულაციის ახალი გეგმა შეიმუშავა.
მას შემდეგ, რაც პოლიტიკური პარტიების დიდმა ნაწილმა საბიუჯეტო დაფინანსებაზე თანხმობა გამოთქვა, უმრავლესობამ პარტიებზე ზემოქმედების ახალი ბერკეტი მოიფიქრა - "ოცნების" ფორმულის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ პარტიები ბიუჯეტის დაფინანსებას მიიღებენ, გამოდის, რომ ისინი არჩევნების შდეგებს ირიბად ეთანხმებიან.
ოპოზიციის წევრები განმარტავენ, რომ ისინი კანონიერ დაფიანანსებას იღებენ და, ამავდროულად, ბიზნესის დაშინების ფონზე, პარტიებისთის არსებობის ერთადერთი საშუალება საბიუჯეტო ფულია.
პარტიებს კი ბოლო არჩევნების შედეგების მიხედვით, ცესკო-ს მონაცემებით ბიუჯეტიდან ერგებათ:
ასევე:
ოპოზიციური პარტიებიდან საბიუჯეტო დაფინანსებაზე უარი "გირჩმა" და "მოქალაქეებმა" თქვეს, "ლეიბორისტული პარტიის" პოზიცია კი, 2 დღეში გახდება ცნობილი.
ოპოზიცია ამტკიცებს, რომ "ოცნებამ" მათ არა მხოლოდ ხმები, არამედ, საბიუჯეტო სახსრებიც მოპარა, რადგან სახელმწიფოს დაფინანსება კენჭისყრის დროს მიღებული ხმების პირდაპირპროპორციულია. რაც შეეხება საპარლამენტო ხელფასებსა და სამივლინებო ხარჯებს, ამ ნაწილზე პოლიტიკური პარტიები უარს ამბობენ.