აკაკი კობალაძე, აკაკი ხუსკივაძე - "ოცნების" მორიგი პოლიტპატიმრები, რომელთა წინააღმდეგ მტკიცებულება არ არსებობს

გამოქვეყნდა:

-ხატია დეკანოიძემ დაგავალა?
-ხატიას არ ვიცნობ, არასდროს შევხვედრილვარ, მითუმეტეს პირისპირ, ვერაფერს დამავალებდა. 
-კარგი, არაფერი შეგეშალოს. 

ეს საუბარი ვაკე-საბურთალოს 5-ე განყოფილებაში, აკაკი კობალაძესა და განყოფილების უფროსს, გიორგი ფერხულს შორის შედგა. ბრალდებულმა იზოლატორიდან წერილი გამოაგზავნა, სადაც დეტალურად ყვება, რა ხდებოდა პოლიციის შენობაში და როგორ აიძულებდნენ ეღიარებინა, რომ ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარეზე ზეწოლა და მუქარა ოპოზიციის ლიდერის ხატია დეკანოიძის დავალებით შეასრულა. 

კობალაძის მონაყოლიდან ირკვევა, რომ პოლიციელი ფერხული ყველა კანონიერი თუ უკანონო მეთოდით ცდილობდა მოწმის სტატუსით იქ მყოფს ეთქვა ის, რაც ბრალდებულის მტკიცების სრული აბსურდია. 

აკაკი კობალაძე  ვაკე-საბურთალოს მეხუთე განყოფილების უფროსს ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ადანაშაულებს. საქმის შესწავლა უკვე დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა და როგორც ჩანს საგამოძიებო უწყებას უკვე ჰქონდა კომუნიკაცია წარსულში, არაერთ სკანდლში გახვეულ პოლიციელთან. გიორგი ფერხული ფიგურირებდა 1 წლის წინ "სქაი ბარში" მომხდარ შემთხვევაში, როდესაც რამდენიმე პირი პოლიციელბთან უთანხმოების გამო სცემეს. წყაროს ინფორმაციით, მაშინ ფერხული კარგად დამალეს და მას პასუხისმგებლობა არ დაკისრებია.  

აკაკი კობალაძე თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე 7 ნოემბერს მოწმის სტატუსით დაიბარეს. როგორც ჩანს, დავალება უკვე მიღებული ჰქონდათ მისი დაკავების შესახებ და ამიტომ 5-ე განყოფილებაში პოლიციელების სრული მობილიზება იყო. გამომძიებლების გარდა იქ იყო ვაკე საბურთალოს მთავარი სამმართველოს სრული შემადგენლობა და უფროსიც. როგორც აკაკი კობალაძე ამბობს, მას გრიგოლ ბესელიასთან დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებდა და სხვანაირად, რომ არ გამოუვიდათ აღიარებითი ჩვენების მიღება, საქმეში მეგობრული პოზიციიდან ბესელია ჩაერთო.

კობალაძეს, რომელიც რამდენიმე საათი ადვოკატის გარეშე მოწმის სტატუსით იკითხებოდა ბოლოს ბრალი წარუდგინეს და დააკავეს. დააკავეს განყოფილებაში მოტყუებით მიყვანილი აკაკი ხუსკივაძეც. მათ ბრალი ბავშვობის მეგობარზე, წინა დღით გარდაცვლილ თედო გობეჯიშვილზე მუქარასა და ქრთამის შეთავაზებაში დასდეს.

დაკავებულებიც და მათი ადვოკატებიც პირველივე წუთებიდან საუბრობდნენ, რომ მათ გაყალბებულ არჩევნებზე საჯაროდ საუბარი არ აპატიეს. კობალაძე და ხუსკივაძე ბავშვობის მეგობრის გარდაცვალების საქმეზე დააკავეს მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნების" ახალმა სახემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე სამართალდამცავ უწყებებს პირდაპირ უთხრა, რომ ვინმე უნდა დასჯილიყო. 

აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძ ახლა წინასწარ პატიმრობაში არიან. მათ წინააღმდეგ არ არსებობს არც ვიდეო და არც აუდიო მტკიცებულება, არც სხვა ნივთიერი მტკიცებულება. საქმეში დევს მხოლოდ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივნის ჩვენება, რომელიც ამტკიცებს, რომ გარდაცვლილმა გობეჯიშვილმა მას ზეწოლისა და მუქარის შესახებ მოუყვა. ახლა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს გაუშვებს თუ არა იმ ადამიანეს ციხეში, ვინც გაყალბებულ არჩევნებზე საუბრის გამო დააპატიმრეს და დასაჯეს. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი