სინგაპურში ახალშობილი COVID-19-ის ანტისხეულებით დაიბადა

გამოქვეყნდა:

სინგაპურში ახალშობილი კორონავირუსის ანტისხეულებით დაიბადა. ბავშვის დედა ორსულობის პერიოდში - მარტში - ვირუსით დაინფიცირდა, აქედან გამომდინარე ვარაუდობენ, რომ ახალშობილს ანტისხეულები მუცლად ყოფნისას გადაეცა - ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

"ჩემი ექიმი ეჭვობს, რომ COVID-19-ის ანტისხეულები ბავშვს ორსულობისას გადავეცი", - ამბობს დედა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას ჯერაც არ აქვს პასუხი, შესაძლებელია თუ არა ორსულობისას ინფიცირებული დედისგან ნაყოფს კორონავირუსი შეხვდეს, თუმცა ფაქტია, რომ COVID-19 არც სინგაპურელ ახალშობილს დაუდასტურდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი