მდუმარე გულგრილი ხალხი საგარეოში...ეს დამნაშავეები წავლენ სახლში და იამაყებენ - ხოშტარია "კარტოგრაფების საქმეზე"

გამოქვეყნდა:

ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას წინასწარ პატიმრობაში დატოვებას "ევროპული საქართველოს" ერთ ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია ეხმაურება და საზოგადოების გულგრილობაზე წერს, განსაკუთრებით კი საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებზე:

ბოროტება დგას გულგრილობაზე, მორჩილებაზე, კონფორმიზმზე. შეუძლებელია ბიძინას რამე გამოსდიოდეს, რომ არ ყავდეს მაგალითად მდუმარე გულგრილი ხალხი საგარეოში, არ ყავდეს ის მონები, ვინც დღეს გალსტუკი მოიჭირა, კოსტიუმში გამოიწკიპა და თავს პროკურორს უწოდებს, ასევე ის პირუტყბი მოსამართლე. ეს დამნაშავეები ეხლა წავლენ სახლში, თან ალბათ ოჯახში იამაყებენ კარგად მიდის ჩემი კარიერაო, ტელევიზორში ორჯერ გამოვჩნდიო, მომიწონებენ თავდადებას და დამაწინაურებენო და ნატალია და ივერი აგრძელებენ შეურაცხმყოფელ გარემოში, ციხეში ყოფნას. 
ეს სიმახინჯე აუცილებლად დამთავრდება - წერს ელენე ხოშტარია

 ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დღეს პატიმრობაში დატოვა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი