ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას პოზიციას, რომ რუკები, რომლის არგამოყენებასც დღეს მათ შოთაძის პროკურატურა ედავება რეალურად ქვეყნის ინტერესებისთვის საზიანოა, საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი დიპლომატებიც და კომისიის ხელმძღვანელებიც იზიარებდნენ. ადვოკატ ედუარდ მარიკაშვილს ამის მაგალითად საგარეო საქმეთა მინისტრს ყოფილი მოადგილე დავით ჯალაღანია მოჰყავს, რომლიც დიპლომატიურ საქმიანობას დღესაც აგრძელებს
თავმჯდომარეები ამ კომისიის არაერთი წლის განმავლობაში, ადასტურებენ ბატონი ივერის და ნატალია ილიჩოვას პოზიციას. კომისიის ხელმძღვანელებიც იმ აზრზე იყვნენ, რა პოზიციას აქვთ მელაშვილსა და ილიჩოვას, რომ ამ რისკების გამოყენება არ შეიძლებოდა. უფრო მეტიც, დღეს მოქმედი საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირები, მაგალითად დავით ჯალაღანია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იყო კომისიის თავმჯდომარე, დღეს შვეცარიაშია ელჩი, ან დიპლომატიურ საქმიანობას აგრძელებს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ისიც კი ადასტურებდა და ემხრობდა ამ პოზიციაში - ამბობს ედუარდ მარიკაშვილი.
ადვოკატის თქმით, პასუხისმგებლობის გადატანა მხოლოდ 2 ადამიანზე, მაშინ როცა მათ მოსაზრებებს მათი ხელმძღვანელობა, მათ შორის, დღევანდელი პრეზიდენტი ზურაბიშვილიც იზიარებდა, არასწორია:
ბატონი მიქელაძე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში კომისიის თავმჯდომარე იყო ამბობს, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც კომისია იღებდა, თანხმდებოდა დღევანდელ პრეზიდენტთან და იმდროინდელ საგარეო საქმეთა მინისტრთან, სალომე ზურაბიშვილთან" ამბობს ედუარდ მარიკაშვილი "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "დღის სტუმარში".
შეგახსენებთ, რომ კარტოგრაფების საქმის ადვოკატები სალომე ზურაბიშვილის და სხვა თანამდებობის პირების დაკითხვასაც ითხოვს, მათ შორისაა ირაკლი ღარიბაშვილი, თუმცა ბრალდების მხარე მაღალჩინოსნებით არ ინტერესდება. უფლებადამცველები ასევე ამბობენ, რომ აუცილებელია ბიძინა ივანიშვილის გამოკითხვაც.
მოსამართლემ დღეს, 30 ნოემბერს 214 ადამიანის თავდებობა არ გაითვალისწინა და დაკავებული მეცნიერები: ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა წინასწარ პატიმრობაში დატოვა.