ტურისტული სექტორის საგანგებო მიმართვა ხელისუფლებას - ტურიტული ალინსი, სამთო კურორტების გახსნას და სარესტორნო ბიზნესის ამოუშავებას ითხოვს. ოთხპუნქტიანი გეგმა ალიანსის წევრებმა, ხელისუფლებას უკვე გაუგაზვანეს.
"საერთოდ აპოლიტიკურები ვართ, რა მინდა მე რესტორატორს გარეთ, კანცელარიასთან, ჩემთვის უნდა ვაკეთებდე საქმეს. იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი თანამშრომლები და ჩემ გარშემო უამრავი ადამიანი რესტორატორები ახალწლებზე დარჩენილია ულუკმაპუროდ ჩვენ გამოვდივართ მოთხვნა გვაქვს ერთი, რომ გაგვხსნან", - ამბობს ლევან ქოქიაშვილი, რესტორატორი.
მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფომ ამ სფეროში დასაქმებულებს ყოველთვიური ხელფასი უნდა გადაუხადოს, რადგან ერთჯერადად 200 ლარიანი დახმარება საკმარისი არაა.
"ტურიზმის ინდუსტრიამ პირველადი დარტყმა მიიღო და დღევანდელ დღეს საკმაოდ სავალალო მდგომარეობაშია. ჩვენი მოთხოვნები ითვალისწინებს სამუშაო ადგილების შენარჩუნებას და ამ სფეროს ეპიდსიტუაციასთან ადაპტაციას, არა ჩაკეტვას და ჩარაზვას", - ამბობს მაია სიდამონიძე,"პროთრეველ ჯორჯიას" მმართველი პარტნიორი.
მთავრობას სავაჭრო მოლების წარმომადგენლებმაც მიმართეს. მათ მთავარ მოთხოვნებს შორისაც საბანკო სესხების გადავადებაა.
"4 მთავარი მოთხოვნაა, მოგეხსენებათ წინასაახალწლო პერიოდია, რომელიც სავაჭრო სექტორში ყველაზე მნიშვნელოვანია. მთავარი მოთხოვნაა, რომ მუშაობის საშუალება მოგვეცეს არა 24 არამედ 15 დეკემბრიდან, რასაც რამდენიმე ფაქტორით ვხსნით. ჩვენთვის ეს იქნება ჟანგბადი, რომ სექტორის გადარჩენა და თანამშრომლების შენარჩუნება შევძლოთ", - ამბობს თბილისი მოლის პიარ-მენეჯერი, თინა კუხიანიძე.
ხელისუფლებას ამ სფეროს წარმომადგენლების განცხადებებისთვის ჯერ არაფერი უპასუხია.