აზერბაიჯანმა საქართველოს უსასყიდლოდ 100 ტონა თხევადი სამედიცინო ჟანგბადი გადასცა

გამოქვეყნდა:

აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის, ზურაბ პატარაძის განცხადებით, აზერბაიჯანმა საქართველოს 100 ტონა თხევადი ჟანგბადი უსასყიდლოდ გადასცა. კომპანია, რომელმაც ჟანგბადი გამოყო Baku steel-ია, მან ტვირთის ტრანსპორტირება საკუთარი ხარჯებით უზრუნველყო.

"ქართული და აზერბაიჯანული მხარეები განაგრძობენ მჭიდრო თანამშრომლობას, რათა არ შეიქმნას დეფიციტი საქართველოს ჯანდაცვის სექტორში კოვიდ-კლინიკების თხევადი სამედიცინო ჟანგბადით მომარაგების კუთხით", - წერია ელჩის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პატარაძის განცხადებით, უახლოეს პერიოდში იგეგმება თხევადი სამედიცინო ჟანგბადის შესაბამისი მარაგების მიწოდება აზერბაიჯანიდან საქართველოში, როგორც სახმელეთო გზით ასევე რკინიგზის საშუალებით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი