კარგად გაისიგრძეგანეთ, მიგითითებთ ვისაც ეს არ გესმით კარგად, მოგვისმენეთ - ივა ჭყონია სამთავრობო უწყებებს

გამოქვეყნდა:

ივა ჭყონია "დღის სტუმარში" საუბრისას ამბობს, რომ სახელმწიფო უწყება, რომელიც ხალხის ფულითა და ბიზნესის გადასახადებით ფინანსდება და იქ დასაქმებულები ასე იღებენ ხელფასს, ვალდებულები არიან მოუსმინოს ხალხის პრობლემებს:

ჩვენ ვავსებთ ბიუჯეტს და ჩვენ ვქმნით დოვლათს, რასაც ჩვენ ვერ ვავსებთ აღებული სესხებით ივსება, რომელიც ისევ ჩვენ მერ არის გადასახდელი, კარგად გაისიგრძეგანეთ, მიგითითებთ ვისაც ეს არ გესმით კარგად, თორე არიან მანდ ვისაც ესმის და გვერდით გვიდგანან და მინდა მადლობა გადავიხადო, განსაკუთრებით ლევან დავითაშვილს. რომ არა ის, ბევრი გაუგებრობა იქნებოდა, დაკეტილი იქნებოდა ჰიპერმარკეტები და სუფთა სახლიც მათ შორის, რომელსაც თქვენ დაუარეთ. სანამ რაღაც ნაბიჯს გადადგამთ, როდესაც ბიზნესი გთხოვთ, კეთილი ინებეთ და გამოიჩინეთ ღირსება და მოგვისმენეთ რა ხდება.

გავბრაზდები, როდესაც ჩემ მიერ გადახდილი გადასახადებით ფინანსდებიან, ხელფასს იღებენ და ხალხს უნდა ემსახუროს სახელმწიფო ჩინოვნიკი...ვისაც ეს არ ესმის, განსაკუთრებით ახალგაზრდებზე მაქ საუბარი გაითვითცნობიერეთ" ამბობს ჭყონია

შეგახსენებთ, რომ შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ მეყვავილეებს, რომლებიც შეზღუდვებს აპროტესტებენ, "ურჩია" საქმიანობა ონლაინ რეჟიმში განაგრძონ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი