600.000 ევრო 2008 წლის ომის მსხვერპლთათვის - ჰააგის სასამართლომ სამწლიანი პროგრამა დაამტკიცა

გამოქვეყნდა:

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მსხვერპლთათვის სამწლიანი დახმარების პროგრამა, საერთო ჯამში 600.000 ევროს მოპცულობისა, დაიწყება ჰააგის სასამართლოს დაზარალებულთა ფონდის გადაწყვეტილებით. 

ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია როგორც მსხვერპლთა ფონდისთვის, ასევე, საერთაშორისო სისხლის სამართლის თვალსაზრისით, რადგან ამ ტიპის პროგრამა პირველად ხორციელდება ევროპულ ქვეყანაში. ეს პროგრამა შეეხება ყველა მსხვერპლს, განურჩევლად გამყოფი ხაზისა, - ამბობს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე. 

შეგახსენებთ, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი