შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადამიანები შეზღუდვებს არ ემორჩილებიან - კანცელარიასთან აქცია დაიგეგმა

გამოქვეყნდა:

ცარიელი ქუჩები, დაკეტილი კაფე-ბარები და გადასაყრელად გამზადებული ყვავილები - ეს არის რეალობა რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლების გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგია. დედაქალაქის ყველაზე ხალხმრავალი ადგილებიც კი დაცარიელებულია. 

შემოსავლის გარეშე დარჩენილ გარემოვაჭრეებს ხელისუფლება ჯარიმებით ემუქრება. დაუმორჩილებლობის მეოთხე დღეს მათ მერიის ზედამხედველობის სამსახურისგან გაფრთხილება მიიღეს - ერთ საათში დაეცალათ ტერიტორია, წინააღმდეგ შემთხვევაში სანქციები დაეკისრებდათ.

ტურიზმის სფეროს, რომელმაც პანდემიის გამო ისედაც ძალიან იზარალა, დღეს სრული კოლაფსი ემუქრება.  ტურიზმის ალიანსი ხელისუფლებას გადაწყვეტილების შეცვლასა და სამთო სათხილამურო კურორტების გახსნას, მცირე ბიზნესის წარმომადგენლები ხელისუფლებას საბანკო სესხების გადავადებისკენ მოუწოდებენ.

გაიზიარებს თუ არა ხელისუფლება ტურიზმის სექტორის მოთხოვნებს უცნობია. კრიზისმენეჯერმა გახარიამ მხოლოდ რჩევები გასცა. ის რესტორნებსა და კაფე ბარებს ონლაინ რეჟიმზე გადასვლისკენ მოუწოდებს. ამ რჩევების გამო კი ხელისუფლება პროტესტის ახალ ტალღას მიიღებს. ხვალ მთავრობის ადმინისტრაციასთან რესტორნებისა და ბარების მეპატრონეები ივანიშვილის მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვებს გააპროტესტებენ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი