პოლიტიკური ნადირობის სეზონი გახსნილია - საპასუხო რეაქცია ოლიგარქს

გამოქვეყნდა:

უკვე ცნიობილია, რომ მოპარული არჩევნების კვალდაკვალ,. ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობას აპირებს. პოლიტიკური ნადირობის სეზონი გახსნილია, მიზანში ამოღებული არიან "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და ოპოზიციური პარტიების ლიდერები: გიგი უგულავა, ნიკა მელია და ირაკლი ოქრუაშვილი. მათი სასამართლო განხილვები განახლდება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოლაპარაკების მესამე რაუნდის წინ ივანიშვილი აპირებს მათი თავისუფლებით ვაჭრობას. 

ოპოზიციური პარტიების ლიდერები ამბობენ, რომ ეს არის პოლიტიკური ვაჭრობა და მისი მიზანია, შეაცვლევინონ აზრი და შევიდნენ პარლამენტში. საქმეები ერთმანეთის მიყოლებითაა ჩანიშნული. ნიკა მელიას ადვოკატი ამბობს, რომ ამ საქმეზე პოლიტიკური დაინტერესება

ეს საქმეები შედიოდა უცხოელ დიპლომატებთან მოლაპარაკების ნაწილში. ცალსახად შემიძლია თქმა, რომ ნიკა მელიას საქმე თავიდანვე იყო პოლიტიკურად მოტივირებული. რაც შეეხება მოლოდინს, ჩვენ შევეცდებით დავამტკიცოთ, რომ ნიკა მელიას ჯგუფურ ძალადობასთან არანაირი შეხება არ ჰქონია, - ამბობს ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი. 

სრული აბსურდია, რომ ამით რამეს მიაღწევს, ეს არის ზეწოლა და დიქატატურის გაფორმება ყველა მიმართულებით, ამით ივანიშვილი ვერაფერს მიაღწევს, - ამბობს გიგი უგულავა. 

ოთხი საქმის ჩანიშვნა ასე შემთხვევით არ ხდება, ოთხი მოსამართლე ასე დამოუკიდებლად ამ გადაწყვეტილებამდე ვერ მივიდოდა. ივანიშვილის ეს ნაბიჯი მიუთითებს რომ ივანიშვილმა ვერაფერი ისწავლა და დასკვნების გამოტანა ვერ შეძლო: არავინ არ აპირებს პარლამენტში შესვლას და ამ ფარსში მონაწილეობის მიღებას, ყველაფერი უკვე გარკვეულია, - ამბობს ირაკლი ოქრუაშვილი. 

რაც შეეხება "მთავარი არხის" გენდირექტორს, მან თავიდანვე განაცხადა: "არ ვსაჭიროებ ჩემი საკითხის გამო ოცნების ტყვეებით მოვაჭრე ტერორისტულ რეჟიმთან რაიმე დათმობაზე წასვლას"

ასევე ცნობილია გიგი უგულავას პოზიცია, მან განაცხადა, რომ მისი თავისუფლება რიგგარეშე არჩევნებზე არ გაიცვლებოდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი