"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგი უგულავა პოლიტიკური საქმეების გააქტიურებას და სასამართლო პროცესების დანიშვნას ეხმაურება და ამბობს, რომ ივანიშვილი იქცევა ისე, როგოც ტერორისტი.
უგულავა ამბობს, რომ ამ გზით ოლიგარქი ოპოზიციასთან ვაჭრობს, თუმცა ამ ვაჭრობაში მას არავინ აყვება:
ვინც არ უნდ დაგვიჭირონ, ჩვენი ციხიდან გამოშვება არ უნდა იყოს ვაჭრობის საგანი. არ გაიცვლება რიგგარეშე არჩევნებში ჩემი თავისუფლება...დარწმუნებული ვარ იგივეს იტყვის ნიკაც, ერთიც და მეორეც ად ის ადამიანებიც ვინც დღეს უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან, რაც არ უნდა მძიმე იყოს, გიორგი რურუადან დაწყებული, კარტოგრაფების საქმე და ისნის საოლქოს საქმე. ეს არის კლასიკური პოლიტიკური შეთითხნილი საქმეები, სავაჭროდ.
როგორ ტერორისტს არ უნდა დაუკმაყოფილო მოთხოვნა, იმიტომ რომ ეს ახალ ტერორისტულ აქტს წაახალისებს, ისე არ უნდა წაახალისო ივანიშვილი იმიტომ, რომ მაშინ ნებისმიერს დაიჭერს და დაიწყებს ვაჭრობას" ამბობს გიგი უგულავა "ღამის მთავარში" საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ არჩევნების დასრულებისთანავე ის საქმეები, რომელიც 8 მარტის შეთანხმების შემდეგ შეჩერდა, ქართულმა ოცნებამ ისევ გაააქტიურა.
დღეს გახდა ცნობილი, რომ სასამართლოშია დაბარებული "მთავარი არის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, ასევე გაირკვა, რომ დეკემბრის თვეში 2 ოპოზიციური ლიდერის - გიგი უგულავასა და ნიკა მელიას სასამართლო პროცესები ჩაინიშნა.