პოლიტიკურ რეპრესიებზე ივანიშვილმა საკადრისი პასუხი ფასილიტატორებისგან უნდა მიიღოს - ოპოზიცია

გამოქვეყნდა:

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ივანიშვილი პოლიტიკური მძევლების საშუალებით ცდილობს ხელისუფლება შეინარჩუნოს. სასამართლოში მიყოლებით ჩანიშნული პროცესების პარალელურად ოპოზიციის წევრები დიპლომატიურ კორპუსს მიმართავენ და საერთაშორისო პარტნიორებს დროული რეაგირებისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, პოლიტიკური მართლმსაჯულების შეწყვეტა ერთ-ერთი პირობა იყო, რომელიც 8 მარტს ხელისუფლებამ საერთაშორისო პარტნიორებს მისცა.

"არჩევნებიდან ზუსტად 1 თვეში აბსოლუტურად ყველა საქმე განახლდა, ასე ასრულებს ბიძინა ივანიშვილი თავის მიცემულ პირობებს, არა მხოლოდ საზოგადოებისთვის, ოპოზიციისთვის, არამედ ჩვენი საერთაშორისო მეგობრებისთვისაც მიცემულ პირობებსაც. მერმდენედ უნდა ვნახოთ უკვე ჩვენ გადაგდებული საზოგადოება, ოპოზიცია და ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობა", - თქვა ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა. 

მისი განცხადებით, ამაზე საკადრისი პასუხი ივანიშვილმა თავად ფასილიტატორებისგან უნდა მიიღოს.

"ევროპული საქართველოს" წერვის, ირმა ნადირაშვილის გნაცხადებით, ძნელია ხელისუფლება უწოდო იმ ბანსად, რომელიც ადამიანების მძევლადაყვანით ვაჭრობს.

"ივანიშვილმა ნახა, რომ ოპოზიცია არის ერთიანი არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას, ახლა უნდა ადამიანები მძევლად აიყვანოს, პირად პოლიტიკურ პატიმრებად და ამით ივაჭროს", - თქვა მან.

პარტია "სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე, ეკა ბესელია ამბობს, რომ შეუძლებელია რამდენიმე საქმე შმთხვევით დამთხვეოდა ერთმანეთს და ხელისუფლება ამით იძულების მექანიზმს ქმნის.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი