დღეიდან 1 თებერვლამდე ქვეყნის მასშტაბით ინტენსიური ტესტირება იმოქმედებს - სიჭინავა

გამოქვეყნდა:

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას თქმით, დღეიდან 2 თვის მანძილზე ქვეყნის მასშტაბით ინტენსიური ტესტირების პროგრამა იმოქმედებს. ამ თემაზე მან ბრიფინგზე ისაუბრა.

"უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ორთვიანი გეგმის ფარგლებში, დღეიდან ორი თვის განმავლობაში, პირველ თებერვლამდე ქვეყნის მასშტაბით იმოქმედებს ინტენსიური ტესტირების პროგრამა, რაც გულისხმობს, რომ სახელმწიფო მხოლოდ დღეში, დაახლოებით, 20 ათასი ტესტი გაკეთდებს. ამას დაემატება კერძო ლაბორატორიებსა და კლინიკების მიერ ჩატარებული ტესტები", - თქვა ბერდია სიჭინავამ.

მისი განმარტებით, განსაკუთრებით ფართოვდება სწრაფი, ანტიგენზე დამყარებული ტესტების გამოყენება. ამ პროგრამის მიზანი კი  ერთი მხრივ ინფიცირების შემთხვევების სწრაფი გამოვლენაა, მეორე მხრივ, კი პაციენტების სასტუმროებსა თუ ჰოსპიტალებში დროული გადაყვანა.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი