პოლიტიკური დევნა გადაიდო - ივანიშვილის ვაჭრობა პოლიტიკური ტყვეებით

გამოქვეყნდა:

მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქართული ოცნება პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავალს ეძებს. 

ივანიშვილის ოპონენტებმა ერთი დღის ინტერვალით ჯერ შეიტყვეს, რომ პროკურატურამ მათი სამართლებრივი საქმეები თაროდან ჩამოიღო და სასამართლო პროცესების თარიღიც გაწერა, ამ შეტყობინებიდან 24 საათში კი გაიგეს, რომ ნიკა მელიას, გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო განხილვები უვადოდ გადაიდო.

უვადოდ გადაიდო "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესიც. .ოფიციალურ მიზეზად კორონაპანდემია დაასახელეს.

ივანიშვილს ლიდერების მოსყიდვა არ გამოუვიდა და ახლა ოპონენტებს ნერვების ომი გამოუცხადა - ამბობენ ოპოზიციაში.

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ოლიგარქის გუნდმა მოლაპარაკებების პარალელურად, ნაცად ხერხს მიმართა და ოპოზიციასთან ძალის დემონსტრირება რეპრესიების დაანონსებით სცადა.

მათი თქმით, ივანიშვილს კონკრეტული მიზანი ჰქონდა - მოლაპარაკებების მაგიდასთან ოპოზიციის მოთხოვნების უკანა პლანზე გადაწევა და პოლიტიკური ლიდერების ბედით ვაჭრობა.

ამ ნაბიჯით მმართველმა გუნდმა 8 მარტის შეთანხმება დაარღვია, თუმცა დღევანდელმა პოლიტიკურმა სვლამ აჩვენა, რომ ივანიშვილს გეგმები ჩაეშალა.

კახა კალაძე პოლიტიკური პროცესების უვადოდ გადადებას ქვეყანაში შექმნილ მძიმე ეპიდემიოლოგიურ სურათს უკავშირებს, თუმცა მაშინ როცა ქვეყანაში უკვე 8 თვეა კორონაპანდემიაა, რატომ მიიღო იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სასამართლო პროცესების შეჩერების გადაწყვეტილება მაინდამაინც გუშინ, ამაზე "ოცნების" ლიდერს აღარ უპასუხია.

დღევანდელმა გადაწყვეტილებამ მესამე სექტორი კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ სასამართლოც და პროკურატურაც მთლიანად ერთი კაცის პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტია და ასეთი  საქმეები მოსამართლეების დონეზე არ წყდება.

როდის და რა ხელსაყრელ მომენტში გამოაჩენს ივანიშვილის გუნდი გადამალულ კოზირს, ჯერ არავინ იცის.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი