მინკსმა და მოსკოვმა პატივი სცენ ბელარუსების უფლებას, თავად განსაზღვრონ მომავალი - სტოლტენბერგი

გამოქვეყნდა:

NATO-ში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ბელარუსზე ისაუბრა.

"მინკსმა და მოსკოვმა პატივი უნდა სცენ ბელარუსის მოსახლეობის უფლებას, თავად განსაზღვრონ თავიანთი მომავალი. ეს პოლიტიკური დიალოგის საშუალებით უნდა მოგვარდეს", - ამბობს იენს სტოლტენბერგი.

ცნობისთვის, ახლა ბელარუსში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, რომელიც 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. მოსახლეობა ქვეყნის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს, არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს და მისი რეჟიმის დაუყოვნებლივ გადადგომას მოითხოვს. 

აქვე შეგახსენებთ, რომ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, დღეს საქართველოსა და უკრაინაზეც ისაუბრა და ნატო-ში საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტის დამტკიცებას მიესალმა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი