ეს გროტესკული არსება კიდევ ბევრი ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს, სხვებმაც ამოიღეთ ხმა - კამკამიძე ცერცვაძეზე

გამოქვეყნდა:

ინფექციონისტი გიორგი კამკამიძე, ფეისბუქზე სტატუსს აქვეყნებს, სადაც თენგიზ ცერცვაძეზე წერს, რომ ის გროტესკული არსებაა და რომ ახლა გაჩუმების და ხათრის გაწევის დრო არ არის და რომ, დროა, ის  სახელმწიფო კლინიკური ხელმძღვანელობიდან წავიდეს. 

თენგიზ ცერცვაძე - ეს გროტესკული არსება - კიდევ ბევრი ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს! მის ადგილას რომ ვიყო, რემდესივირს კი არ მოვითხოვდი, არამედ კალიუმის ციანატს! თვითონ ვერასოდეს მიხვდება და ერთი პანჩური სჭირდება ისტორიის ნაგავსაყრელზე გადასაგდებად. არ დავწერდი ამას, მართლა ყოველდღე რომ არ მიქონდეს სიკვდილს გაჭირვებით გამოზრდილი, ნალოლიავები ანგელოზების სიცოცხლეები! მორჩა! გაჩუმების და ხათრების და რავიცი კიდევ რის, დრო აღარ არის!!! უნდა შევაწყვეტინოთ რამენაირად ამ კაცს სიცოცხლესთან ბილწი თამაში. სასწრაფოდ გასაპანღურებელია სახელმწიფო კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელობიდან! კი ბატონო, მე პირადი დაპირისპირება მაქვს მასთან, ამიტომ კეთილი ინებეთ და სხვებმაც ამოიღეთ ხმა!!! - წერს ექიმი. 

ცნობისთვის, ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ,  თქვა, რომ პრეპარატი "რემდესივირი" მას საზღვარგარეთიდან გამოუზავნეს და მკურნალობისას გამოიყენა, ის თავად იყო კორონავირუსით ინფიცირებული. 

აქვე შეგახსნებთ, რომ 19 წლის თეკლა თორდიას შემდეგ, 24 წლის ნინო გულიკაშვილის სიცოცხლე შეეწირა. 

დღეის მონაცემები კი ასეთია: ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 260 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით  2 947 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 45 პაციენტი გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი