ბათუმში ბუშტების გაშვებას ისევ გეგმავენ - ბათუმის თავისუფლების კვარტალი ერთი თვისაა

გამოქვეყნდა:

1 თვიანი აქცია ბათუმში ისევ გრძელდება - გუშნდელის მსგავსად, აქტივისტები აჭარის მთავრობის სახლთან ბუშტებს დღესაც გაუშვებენ. უწყინარი ბუშტების გაშვებას გუშნ დაკავებები მოჰყვა, თუმცა, დღეს პოლიცია ჯერჯერობით რექაცია არ ჰქონია ბუშტებზე. 

აქციის ორგანიზატორის მირდატ ქამადაძის თქმით, ბუშტები იმისთვის არის, რომ ხელისუფლებამ ხალხის ხმა ფანჯრიდან მაინც გაიგოს. 

"დღეს თავისუფლების კვარტალი ერთი თვის გახდა. ზუსტად ერთი თვეა, აქ, 24 საათის რეჟიმში, ყოველდღიურად მიმდინარეობს საპროტესტო აქციები. აქციები ყოველ დღე სხვადასხვა ხასიათის არის, ეს აქცია არის ყოველთვის მშვიდობიანი, კონსტიტუციურ ჩარჩოებში და ძალიან პრინციპული. ჩვენი მოთხოვნების მიღწევამდე, უკან დახევას არავინ აპირებს, მაგრამ პოლიცია რატომ არის აგრესიული ამას ვერ ვხვდებით, ეტყობა, დღეს მიიღეს დავალება და მშვიდად შეხვდნენ ბუშტებს. ამ ბუშტების დანიშნულება არის ის, რომ ხელისუფლება, რომელიც არ გამოდის გარეთ საკუთარ ხალხთან, ფანჯრიდან ბუშტებზე დაწერილი მესიჯებით, იქნებ ასე მივაწვდინოთ ხმა, აი, ამას ემსახურება ეს," - ამბობს მირდატ ქამადაძე 

პარტია "ლელოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ ივანიშვილის სახლში უნდა წავიდეს და ერთობლივად, კოალიციურად ქვეყნის შენება თავიდან უნდა დაიწყოს. 

აქვე გეყტვით, რომ გუშინ, 2 დეკემბერს, ქუჩის ბოძზე ბუშტების დაკიდების გამო, ირაკლი ჩხვირკიას 7 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 

შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე დღეა ბათუმში ხმაური და დაპირისპირება არ წყდება. მოსახლეობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან, შეხვედრას ითხოვს, რომელიც 1 თვეა საზოგადოებაში არ ჩნდება. აქტივისტებმა რამდენიმე დღის წინ ბუშტებიც გაუშვეს, რასაც რამდენიმე პირის დაკავებაც მოჰყვა - დაკავებულთა შორის დღეს ქობულეთის მაჟორიტარობის კანდიდატიც მოხვდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი