მაცადეთ მუშაობა თქვენ შემოგევლეთ, მიბრძანდით - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აქტივისტს

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის სამინისტროში გამართული აქციის შემდეგ აქტივისტებთან შეხვედრას მინისტრის მოადგილე, გიორგი წოწკოლაური დათანხმდა. მან კაბინეტში საუბარი 4 აქტივისტს შესთავაზა, თუმცა მოგვიანებით თქვა, რომ საუბრის Live რეჟიმში გაშუქება და ტელეფონით გადაღება არ სურდა. აქტივისტებმა მას უთხრეს, რომ სურდათ ხალხს მოესმინათ, თუ რას განიხილავდნენ შეხვედრის დროს. 

წოწკოლაურმა აქტივისტების რამდენიმე კითხვას უპასუხა.

"დესტრუქციულად ხართ მოსულები. ვმუშაობთ პრობელმების აღმოსაფხვრელად... მიბრძანდით, ძალიან გთხოვთ რა, ყოველ წამიერად ვმართავთ პრობლემას, რომელსაც ჰქვია პანდემია, მიბრძანდით გენაცვალე, მაცადეთ მუშაობა თქვენ შემოგევლეთ, კითხვაზე პასუხი ვერ მიიღეთ ვერცერთზე?!" - თქვა გიორგი წოწკოლაურმა. 

აქტივისტებმა თქვენს, რომ ეს "შეხვედრა შეხვედრისთვის" იყო, იმისთვის რომ სამინისტროში სიტუაცია განემუხტათ.

ჯანდაცვის სამინისტროსთან აქტივისტებმა აქცია ცოტა ხნის წინ გამართეს, ისინი მინისტრთან შეხვედრას და კითხვებზე პასუხების გაცემას მოითხოვდნენ. აქციის მონაწილეებმა თქვეს, რომ სამინისტრო პანდემიას ვერ მართავს, ახალგაზრდა პაციენტები იღუპებიან და ტიკარაძემ თანამდებობა უნდა დატოვოს. 

მოგვიანებით, სამინისტროში ავტომატით შეიარაღებული პოლიციელი გამოჩნდა, მან და მასთან ერთად მყოფმა სამართალდამცავებმა არ უპასუხეს კითხვას, რა საჭირო იყო იარაღი მცირე აქციაზე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი