თუ ტონი შეიცვლება, მზად ვარ ყველაზე აგრესიულ პოლიტიკურ ოპონენტს შევხვდე - თორნიკე რიჟვაძე 

გამოქვეყნდა:

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ თუ მოთხოვნების "ტონი" შეიცვლება მზად არის ყველაზე აგრესიულ პოლიტიკურ ოპონენტსაც შეხვდეს. რიჟვაზე აჭარის მთავრობის სახლთან გამართულ აქციებს საცირკო წარმოდგენას უწოდებს. 

რაც შეეხება კონკრეტულ  პერფორმანსებსა და საცირკო წარმოდგენებს, როცა მიზანი არის კონკრეტული დესტრუქცია, კონკრეტული პერფორმანსები, რასაც თვითონაც ეძახიან, რა თქმა უნდა, ამაში ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ. არც დრო გვაქვს და არც სურვილი. როცა იქნება კონსტრუქციული ტონი და შეიცვლება ტონი მე მზად ვარ ნებისმიერ ყველაზე აგრესულ პოლიტიკურ ოპონენტს შევხვდე, - ამბობს თორნიკე რიჟვაძე 

რიჟვაძე ამბობს, რომ მიმდინარე აქციები ხელს არ უშლის და მალე აჭარის უმაღლესი საბჭო შეიკრიბება, რის შემდეგაც მუშაობას ჩვეულებრივად გააგრძელებს. 

"მე დისკომფორტს არანაირად არ მიქმნის და თქვენ ხედავთ ყოველდღიურად რეჟიმში ჩვენი სამუშაო განრიგი არანაირად არ შეცვლილა. მგონი დისკომფორტს თქვენ უნდა გიქმნიდეთ ეს ვაისკანდალური "ჰედლაინები", თუმცა, ეს თქვენი გადასაწყვეტია. ძალიან მალე აჭარის უმაღლესი საბჭო შეიკრიბება და დამტკიცდება მთავრობა, და ჩვეულებრივად გავაგრძელებთ ხალხის სამსახურს და იმ გამოწვევების გამკლავებას, რომელიც ამ რეგიონს აწუხებს, - თქვა თორნიკე რიჟვაძემ.

შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე დღეა ბათუმში ხმაური და დაპირისპირება არ წყდება. მოსახლეობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვს, რომელიც 1 თვის განმავლობაში საზოგადოებაში არ ჩანდა. აქტივისტებმა რამდენიმე დღის წინ ბუშტებიც გაუშვეს, რასაც რამდენიმე პირის დაკავებაც მოჰყვა - დაკავებულთა შორის დღეს ქობულეთის მაჟორიტარობის კანდიდატიც მოხვდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი