როცა ვამბობდი ვერ დაითვლით-მეთქი, ვითვლით ახლა?! - პაატა იმნაძე

გამოქვეყნდა:

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ახალგაზრდების კორონავირუსით გარდაცვლილებზე საუბრისას საკუთარი განცხადება გაიხსენა - "როცა ვამბობდი, ვერ დაითვლითმეთქი, ვითვლით ახლა?!"

"ძალიან ძნელია გარდაცვლილებზე საუბარი, მითუმეტეს როცა ჩემი შვილებისხელა ადამიანია გარდაცვლილი და ვუსამძიმრებ ოჯახს, ტრაგედიაა ეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს რომ მოხდებოდა, თუ მოინდომებთ, წაიკითხავთ, როცა ვამბობდი ვერ დაითვლითმეთქი, ვითვლით ახლა?! დავითვალოთ, რამდენია, 1200-ზე მეტია, ხო?! ეგ არის დასათვლელი ამ პატარა ქვეყნისთვის?! რა იყო საჭირო, ნიღაბი უნდა გვეტარებინა და დისტანცია დაგვეცვა," - თქვა პაატა იმნაძემ ერთერთი სატელევიზიო გამოსვლისას. 

აქვე გეტყვით, რომ რამდენიმე დღის წინ კორონავირუსით 19 წლის თეკლა თორდიას, ხოლო, გუშინ, 2 ნოემბერს 24 წლის ნინო გულიკაშვილი გარდაცვალა. 

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 260 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით  2 947 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 45 პაციენტი გარდაიცვალა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი