ამ ოქმზე ხელმოწერა საბედისწერო გახდება - ირაკლი ჭყონია ცესკოს "შემაჯამებელ" ოქმზე

გამოქვეყნდა:

ცესკოს შემაჯამებელ სხდომაზე, სადაც საარჩევნო კომისიამ არჩევნები 2020-ის საბოლოო შედეგები გამოაცხადა, "ერთიანი საქართველოს" წარმომადგენელმა ირაკლი ჭყონიამ განაცხადა, რომ ისურვებდა იმ დღის დადგომას, როცა ამ შემაჯამებელ ოქმზე ხელმოწერა საბედისწერო გახდებოდა. 

აი, ამ დოკუმენტს როცა მოაწერთ დღეს ხელს, აუცილებლად ვისურვებ, რომ დადგეს საქართველოში ის დღე, როცა აი ეს დღევანდელი დღე და ხელმოწერა დოკუმენტზე გახდება საბედისწერო... მარტო იმის ჩამოხსნა, რაც გააკრა დათომ (წინა გამომსვლელმა ოპოზიციიდან თამარ ჟვანიას ზურგსუკან, დაფაზე გააკრა წარწერა "გაყალბებულია" და სხდომა დატოვა, წარწერა კი ცესკოს მდივანმა ჩამოხსნა, - რედ.), ვერ გიშველით, იმიტომ რომ მთელმა საქართველლომ გაგაკრათ უკვე ის იარლიყი, რასაც იმსახურებთ. აქედან გამოდინარე, ეს ყველაფერი იქნება გამოძიებული და ვინ დაჯდება განსასჯელის სკამზე, მაგასაც ვნახავთ. ის ადამიანი, ვინც ეს ყველაფერი დაგიკვეთათ, ბიძინა ივანიშვილი, თქვენ ვერ გიშველით, - განაცხადა "ერთიანი საქართველოს" წარმომადგენელმა ირაკლი ჭყონიამ. 

შეგახსენებთ, დღეს "ოცნება" ცესკოშიც მარტო დარჩა, რადგან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ერთმანეთის მიყოლებით დატოვეს სხდომა, განაცხადეს რა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბებულია და არ აპირებენ ამ ფარსში მონაწილეობის მიღებას. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი