ნატოს 2030 წლის სტრატეგიაში შავი ზღვის რეგიონს, საქართველოსა და უკრაინას განსაკუთრებული ადგილი ექნება და ყარაბაღის ომის შემდეგ ახალი შესაძლებლობების ფანჯარაც შეიძლება გაჩნდეს, იმ შემთხვევაში თუკი დასავლელ პარტნიორებს საქართველში ნამდვილი დასაყრდენი ექნებათ. 

ნატოს მინისტერიალზე, რომელშიც საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებიც ესწრებოდნენ, ალიანსის გენერალურმა მდივანმა რუსეთი ყირიმის ანექსიის გამო გააკრიტიკა და პირდაპირ თქვა, რომ ნატოს შავ ზღვაზე რუსული სამხედრო ძალების ზრდა ძალიან აშფოთებს. 

ამავე მინისტერიალზე ნატომ საქართველოსთან მოქმედი არსებითი პაკეტის განახლებაც გამოაცხადა, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტული დეტალები ცნობილი არ არის. ალიანსის ზოგადი პოზიცია, რომელიც ჯერ კიდევ ბუქარესტის სამიტზე გაცხადდა, ქართული საზოგადოებისთვის სიახლე აღარ არის. რა კონკრეტული მექანიზმი აქვს საქართველოს ნატოსთან დასაახლოებლად, ან რა ნაბიჯებს დგამს ამისთვის, ოფიციალური თბილისი ზოგადი დეკლარაციების მიღმა, ცნობილი არაფერია. 

ნატო, როგორც პოლიტიკური ალიანსი საქართველოსგან არამხოლოდ სამხედრო, არამედ დემოკრატიულ რეფორმებს ითხოვს, სწორედ ამიტომ ყოველი არჩევნები ასპირანტი ქვეყნისთვის დემოკრატიის ტესტია ხოლმე. თუკი ქვეყანა გამჭვირვალე არჩევნებს არ ჩაატარებს და მუდმივად იქნება განცდა რომ არჩევნები გაყალბდა, ეს არამხოლოდ ნატოში გაწევრიანებას , არამედ ევროინტეგრაციასაც დააზარალებს. 

ყარაბაღის ომი, რომლის შედეგადაც რეგიონში რუსეთმა 2000 -მდე რუსი სამხედრო ჩააყენა, ახალი ცეცხლის შეწყვეტის ხელშკრულება სრულიად ცვლის კავკასიის რუსეთის გავლენებს, ამიტომ ახლა დასავლეთს საქართველოში ნამდვილი მოკავშირეები სჭირდება.

შავი ზღვის რეგიონში ნატოს გაძლიერებაა და საქართველოსა და უკრაინის ნატოს ინტეგრაციის დაჩქარებას ალიანსის მინისტერიალზე მხარი სლოვაკეთის, ლიეტუვას და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმაც დაუჭირეს. 

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი