დავაფიქსირებთ ყველგან, რომ მიმდინარეობს ტელევიზიის დევნა - ნიკა გვარამია "მთავარი არხის" დაჯარიმებაზე

გამოქვეყნდა:

"ანგარიშსწორება ქვეყნის ყველაზე კრიტიკული არხის მიმართ და პოლიტიკური მოტივით მიღებული გადაწყვეტილება"– ასეთია "მთავარი არხის" დირექციის შეფასება დღეს, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

"მთავარი არხი" ისევ სახელისუფლებო რეპრესიების სამიზნეა. ბექაურის უწყებამ მთავარი ოპოზიციური მაუწყებელი 58 000 ლარით დააჯარიმა. მიზეზი კი "მთავარი არხის" ეთერში 6 და 7 ნოემბერს გაერთიანებული ოპოზიციის სახელით გასული ფასიანი პოლიტიკური რეკლამა გახდა. 

მარეგულირებელი კომისია მაუწყებლის კანონზე აპელირებს და ამტკიცებს რომ "მთავარს" ამ რგოლების გაშვების უფლება მოცემულ პერიოდში არ ჰქონდა. 

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ კომისიას არანაირი იურიდიული საფუძველი არ ჰქონდა მკაცრი სანქცია დაეკისრებინა მთავარი არხის მიმართ, რადგან კანონდარღვევა, რომელზეც საუბარია მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებაში დაუსაბუთებელია.

მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებას არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს, მეტიც იმ უსამართლო მუხლითაც, რომელიც მოგვიყენეს დასაჯარიმებლად, 58 000 რატომ დაგვარიცხეს და არა 5000, როგორც წერია, აბსოლუტურად გაუგებარი და გაუგონარია, როცა ვუშვებდით ამ რეკლამას, თუ ვარღვევდით, მარეგულირებელი ვალდებულია, რომ გვითხრას გავაჩეროთ და მსგავსი არაფერი არ ყოფილა.

ეს არის პირდაპირი ანგარიშსწორება, სცადეს ჩემი დაჭერით ტელევიზიის ნეიტრალიზაცია, არ გამოუვიდათ, იმიტომ რომ არ არის მარტო სახლში ეს ხელისუფლება, სულ ტყუილად გონიათ.

ახლა ებრძვიან ტელევიზიას ამ გზით, ვერაფერს ვერ უზამენ ამ ტელევიზიას, რამდენი ჯარიმაც არ უნდა გამოუწერონ, საერთოდ ფეხებზე გვკიდია, მაგრამ ის, რომ მიმდინარეობს ამ ტელევიზიის დევნა, როგორც მთავარი ოპოზიციური არა მხოლოდ არხის, არამედ ძალის, ამას დავაფიქსირებთ ყველგან და ყოველთვის, პირიქით ეს ჩვენ გვაძლიერებს და ჩვენს წისქვილზე ასხამს წყალს"  –  ამბობს "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია

არხის იურისტების შეფასებით, არ არსებობს კანონი რომელიც ტელევიზიას იმ პოლიტიკური რეკლამის განთავსებას აუკრძალავდა, რის გამოც მთავარი არხი 58 ათასი ლარით დააჯარიმეს, ხოლო დარღვევის შემთხვევაში კი შესაძლებელი იყო 58 ათასის ნაცვლად მინიმალური - 5000 ლარიანი ჯარიმის დაკისრება, თუმცა ბექაურის კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიას, "მთავარს" ჯარიმის მაქსიმალური ოდენობა დააკისრა  58 000 ლარით დააჯარიმა.

 

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი