აშშ-ში კორონავირუსისა და ჰოსპიტალიზაციის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ქვეყანაში შიშობენ, რომ ინფექციის ზრდის ტენდენცია შობის წინა პერიოდშიც არ შენელდება. ინფექციონისტები ვარაუდობენ, რომ დეკემბრის ბოლოს კორონავირუსის შემთხვევები უფრო გაიზრდება.
”რეალობა ისაა, რომ დეკემბერი, იანვარი და თებერვალი იქნება ყველაზე რთული პერიოდი ამ ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ისტორიაში,” - თქვა რობერტ რედფილდმა, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორმა.
ცნობისთვის, BBC-ის ინფორმაციით, აშშ-ს საავადმყოფოებში მყოფ ინფიცირებულთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა.
გუშინ კი, ქვეყანაში კორონავირუსის რეკორდული, 195 695 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაცვლილთა რაოდენობა 2 733 იყო. რამდენიმე შტატმა მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ უკვე მოუწოდა.