გენერალურ პორკურატურაში კარტოგრაფების საქმეზე მალხაზ მიქელაძეს ხელმეორედ კითხავენ

გამოქვეყნდა:

დავით გარეჯის საქმეზე გენერალური პროკურატურა სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის თავდჯოამრის მოადგილეს, მალხაზ მიქელაძეს ხელმეორედ დაკითხავს. ხელმეორედ დაბარება, შესაძლოა, წინა ჩვენების დაზუტებას უკავშირდებოდეს.

მიქელაძე, რომელიც საგარეო სამქეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის ხელმძრავემლოა პირველად სექტემბერში გამოიკითხა.

"დამიბარეს პროკურატურაში ე.წ კარტოგრაფების საქმეზე. მე არავის სასარგებლოდ არ ვიძლევი ჩვენებას, მე ვიძლევი ჩვენებას რაც რეალურად მოხდა.", - ამბობს მალხაზ მიქელაძე. 

ადვოკატის თქმით, მალხაზ მიქელაძე გამოკითხვაზე ნებაყოფლობით გამოცხადდა, მას მოწმის სტატუსით გამოკითხავენ. 

შეგახსენებთ, რომ მალხაზ მიქელაძემ მის პირველ ჩვენებაში გაიხსენა, რომ საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ კარტოგრაფებს 1936 და 1938 წლების რუკების შესწავლა და ერთმანეთთან შედარება დაავალა. ჩვენების მიხედვით, კარტოგრაფებისგან ყოფილმა მინისტრმა მოისმინა, რომ რუკები შეუსაბამო იყო და მათი გამოყენება ადეკვატური არ იქნებოდა. ამის შემდეგ, ჯანელიძემ გადაწყვიტა, რომ შეუსაბამო რუკების საკითხი პრემიერმინისტრამდე აღარ მისულიყო. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი