რას აპირებს თვითონ უნდა თქვას, პოლიტიკურ საკითხებში ერთ აზრზე ვართ - ხვიჩია ჯაფარიძეზე

გამოქვეყნდა:

პარტია "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია ზურა ჯაფარიძის განცხადებაზე, რომ პარტია იყოფა პირველ კომენტარს აკეთებს. "მთავარ არხთან" საუბრისას მან აღნიშნა, ზურა და ის ყველა პოლიტიკურ საკითხთან დაკავშირებით თანამოაზრეები არიან.

"რას აპირებს ზურა, ეს ჩემი აზრით, ზურამ უნდა თქვას, მე შოკში ვიყავი დილით რომ წავიკითხე, რაღაც სულელური პოსტ კომენტარი დავწერე და მთელი დღეა ბოდიშს ვიხდი ამის გამო. ზურა ჯაფარიძე პარლამენტში შესვლა არ შესვლის საკითხთან დაკავშირებით, ისევე როგორც ყველა  სხვა ჩემთვის ცნობილ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც პოლიტიკას ეხება ჩემი თანამოაზრეა, მე ეს ვიცი, შესაბამისად, რას უკავშირდება, არ ვიცი. მე და ზურა ჯაფარიძე ერთ აზრზე ვართ", - თქვა იაგო ხვიჩიამ. 

მისი თქმით, ვინმე ვინმეზე გაბრაზებული იყო თუ არა, ალბათ კი, ეს სულ ხდება, თუმცა ჩემი და სანდრო რექვიაშვილის შემთხვევაში ეს არ ყოფილა. 

ამავე თემაზე ცოტა ხნის წინ კომენტარი გააკეთა პარტიის კიდევ ერთმა წევრმა, ვახო მეგრელიშვილმა, მისი თქმით, ვერ წარმოუდგენია, რომ ზრუაბ გირჩი ჯაფარიძე, გირჩიდან მიდის. 

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პარტია "გირჩი" იყოფა. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ დაწერა და თქვა, რომ იაგო ხვიჩიასთან, ვახო მეგრელიშვილთან და სანდრო რაქვიაშვილთან ერთად "გირჩის კეთებას" აღარ აპირებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი