"ვრჩები გირჩის ლიდერად" - ზურა ჯაფარიძე

გამოქვეყნდა:

"ვრჩები გირჩის ლიდერად" - ზურა ჯაფარიძე "გირჩში" მიმდინარე მოვლენების შემდეგ პირველ სატელევიზიო კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ სხვა კომენტარის გაკეთებს ამ საკითხზე, არ გეგმავს.

პარტია არც მე ვარ და არც ეს ადამიანები, ვინ იქნება „გირჩში“, ამას მხარდამჭერები გადაწყვეტენ, ის ადამიანები, ვისაც საკუთარი ცხოვრების წლები, დრო, ენერგია და ფული აქვთ ჩადებული „გირჩში“. ვრჩები „გირჩის“ ლიდერად. იყო პირობები, რა პირობებშიც ამ ადამიანებს ვთავაზობდი, რომ ერთად საქმის კეთება გაგვეგრძელებინა, რაზეც მითხრეს, რომ ეს პირობები მიუღებელი იყო, ამის შემდეგ დავამთავრე ამ ადამიანებთან საუბარი - ამბობს ზურა ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს ცნობილი გახდა, რომ პარტია "გირჩი" იყოფა.  ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ დაწერა და თქვა, რომ იაგო ხვიჩიასთან, ვახო მეგრელიშვილთან და სანდრო რაქვიაშვილთან ერთად "გირჩის კეთებას" აღარ აპირებს.

ამ განცხადებიდან მალევე, ტორესა მოსიმ, "გირჩი" დატოვა და ის პოლიტიკურ საქმიანობას აღარ აგრძელებს.

ამავე თემაზე ცოტა ხნის წინ კომენტარი გააკეთა პარტიის კიდევ ერთმა წევრმა, ვახო მეგრელიშვილმა, მისი თქმით, ვერ წარმოუდგენია, რომ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, გირჩიდან მიდის. 

რაც შეეხება პარლამენტში შესვლის საკითხს და მოლაპარაკებებს, ვახო მეგრელიშვილი ამბობს, რომ შევლენ, თუ ოპოზიციის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი