დადგა დრო, მოლაპარაკებები გავასაჯაროვოთ და ამომრჩეველმა იცოდეს, რაზეა საუბარი - მამუკა ხაზარაძე

გამოქვეყნდა:

"ლელოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, ამბობს, რომ ოპოზიციამ დღეს ელჩებთან შეხვედრაზე შეჯერებული წინადადებების პაკეტი მიიტანა, რასაც მისი თითოეული წევრი იზიარებს.

მამუკა ხაზარაძის თქმით, ელჩებმა ოპოზიციის წევრებს დრო სთხოვეს, რომ "ქართული ოცნებისგან" წინადადებები მოესმინათ. 

"მოვიტანეთ შეჯერებული წინადადებების პაკეტი, ძირითადი მოთხოვნები არ შეცვლილა. ჩვენმა ფასილიტატორებმა გვთხოვეს, რომ მიგვეცა დრო, სანამ ჩვენ მივიღებთ "ქართული ოცნებიდან" ჩამოყალიბებულ წინადადებებს და ამის მერე იმედია, რომ მოხდება მესამე რაუნდი, სადაც პოზიციები შეჯერდება ან არ შეჯერდება", - ამბობს მამუკა ხაზარაძე.

"ლელოს" ლიდერის აზრით, უკვე დადგა დრო, რომ მოლაპარაკებები გასარაჯოვდეს.

"როგორც გუშინ განვაცხადე, დადგა დრო, რომ ჩვენ ეს მოლაპარაკებები გავასაჯაროვოთ და ამომრჩეველმა იცოდეს, რაზეა საუბარი", - თქვა მამუკა ხაზარაძემ.

როგორც "ლელოს" ლიდერი ამბობს, თუ რიგგარეშე არჩევნები არ ჩატარდება და საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენლობა არ შეიცვლება, მოლაპარაკებები ვერ შედგება. 

რაც შეეხება მმართველ გუნდს, პარტიის ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ "ქართული ოცნება" ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს არ განიხილავს და მეათე მოწვევის პარლამენტი არ იქნება ერთპარტიული. 

აქვე გეტყვით, რომ ოპოზიცია 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტში შესვლას არ აპირებს.

ოპოზიციის მოთხოვნები უცვლელია: 

  • ხელახალი საპარლამენტო არჩევნები;
  •  ცესკოს თავმჯდომარის გადადგომა და საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი შემადგენლობის დანიშვნა;
  • პოლიტ პატიმრების გატავისუფლება.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი