პროკურატურა დეკანოიძის კვალზე გასვლას ცდილობს-კობალაძე/ხუსკივაძის სასამართლო 10 დეკემბერს ჩაინიშნა

გამოქვეყნდა:

ხატია დეკანოიძე შესაძლოა პროკურატურის მორიგი სამიზნე გახდეს.

თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეში მეგობრებს შორის არსებული ეს შიდა მინაწერები შესაძლოა ხატია დეკანოიძის გამოკითხვის საფუძველი გახდეს.

ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული კაკო კობალაძის მიერ, "მთავარი არხისთვის" გამოგზავნილ წერილში დეტალურადაა აღწერილი, რომ სამართალდამცავები მისგან ნაციონალური მოძრაობის ლიდერის წინააღმდეგ ჩვენებას ითხოვდნენ. როგორც ჩანს გობეჯიშვილის საქმეში პროკურატურას ოპოზიციის ლიდერის გამოკითხვის საკმარისი საფუძველი არ აქვს და ინფორმაციის მიღებას დაკავებულებზე ფსიქოლოგიური ზეწოლით ცდილობს.

გობეჯიშვილის ბავშვობის მეგობრების ხუსკივაძე-კობალაძის საქმეზე პროკურატურამ მტკიცებულებების მოპოვება დაასრულა და საქმე განსახილველად სასამართლოში გადაიგზავნა. 

ირკვევა, რომ ბრალდების მხარის მთავარი მტკიცებულება მეგობრებს შორის ერთმანეთთან მინაწერებია. უფლებადამცველის შეფასებით, ეს მინაწერები ბრალდებულების უდანაშაულობას უსვამს ხაზს.

პროკურატურის დღევანდელი განცხადება აკაკი ხუსკივაძის და კაკო კობალაძის ოჯახის წევრებისთვის დღეს გამოქვეყნებული მიმოწერა სიურპრიზი არ ყოფილა, რადგან ეს მტკიცებულება საქმეში თავიდანვე დევს, თუმცა ამბობენ, რომ ამ მინაწერებით კიდევ ერთხელ მტკიცდება - ამ საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაციასთან არანაირი კავშირი არ აქვს და რეალურად ორივე ბრალდებულს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საჯაროდ მხილების გამო სამაგალითოდ სჯიან.

ბექა მინდიაშვილი კაკო კობალაძის ბავშვობის მეგობარია. ამბობს,რომ თედო გობეჯიშვილი კობალაძესთან თითქმის ყოველდღიურად მიდიოდა და განსაკუთრებით ახლო მეგობრობა ჰქონდათ. სწორედ კობალაძესთან იმყოფებოდა გობეჯიშვილი გარდაცვალების წინა ღამეს, როდესაც ბავშვობის მეგობრებმა მთელი ღამის განმავლობაში მოილხინეს.

ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული კაკო კობალაძის და აკაკი ხუსკივაძის სასამართლო პროცესი 10 დეკემბერს ჩაინიშნა. რა დამატებით მტკიცებულებებს წარმოადგენს ბრალდების მხარე დაკავებულების ბრალის დასამტკიცებლად ეს უკვე პროცესების მიმდინარეობისას გახდება ცნობილი

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი