რუსეთში ვაქცინაცია იწყება - მოსახლეობა ადგილობრივად შექმნილი Sputnik V-ით აიცრება

გამოქვეყნდა:

რუსეთში კორონავირუსის ვაქცინაცია იწყება - ინფორმაციას DW ავრცელებს. რუსეთშივე შექმნილი Sputnik V მოსკოვის 70 კლინიკაში დანაწილდება. პირველ ეტაპზე ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება - მთავრობის აზრით - ვირუსის ყველაზე მეტად გადამცემი საზოგადოების ნაწილისთვის - აიცრებიან ექიმები, ექთნები, მასწავლებლები. 

კრემლმა განსაზღვრა ვაქცინის მიმღებთა ასაკიც, რომლის მინიმუმი 60 წელია. ამრიგად, Sputnik V-ს ჯერჯერობით ვერ მიიღებენ ორსულები, რესპირატორული და სხვადასხვა თანმდევი დაავადებების მატარებლები, რომლებსაც ასაცრელად ასაკი ხელს არ უწყობთ. 

ვაქცინის შემქმნელები ამბობენ, რომ ის 95%-ით ეფექტურია და არანაირი გვერდითი ეფექტი არ ახლავს, რაც, როგორც BBC წერს, საეჭვოა, რამდენადაც მასობრივი ტესტირება Sputnik V-ს ჯერ არ გაუვლია. 

აქვე გეტყვით, რომ კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვით რუსეთი მსოფლიოში მე-4 ადგილზე (2 431 731 ინფიცირებულით). მიუხედავად მეორე ტალღისა, კრემლმა მკაცრი შეზღუდვები არ დააწესა და სამთავრობო პირები ფიქრობენ, რომ სიტუაცია კონტროლის ქვეშაა. თუმცა სხვა რამეს ამბობს კოვიდსტატისტიკა, რომელშიც ინფიცირებულთა რიცხვი ბოლო პერიოდში დღიურად, საშუალოდ, 26 000-ით იზრდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი