წინააღმდეგობა გავუწიეთ, გაიქცნენ - ზოვრეთში ნიღბიანმა შეიარაღებულებმა ოჯახის დაყაჩაღება ვერ შეძლეს

გამოქვეყნდა:

ზესტაფონის რაიონის სოფელ ზოვრეთში ოთხმა შეიარაღებულმა ნიღბიანმა პირმა ოჯახის დაყაჩაღება სცადა, თუმცა ოჯახის წევრების მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ ისინი სახლიდან თანხისა და ძვირფასეულობის გარეშე გაიქცნენ.

"გავუწიეთ წინააღმდეგობა და გაიქცნენ და წავიდნენ... იმის თქმაც ვერ მოასწრეს რას ითხოვნდნენ..ორ წუთში გაიქცნენ.. გაისროლეს, მე მეზობელთან გავიქეცი, ბავშვი გამოეკიდათ და ისროლეს შესაშინებლად და გაიქცნენ წავიდნენ.. მე მოვასწარი თავის დაღწევა და გამოვიქეცი... მიმდინარეობს გამოძიება.. რა თქმა უნდა, შეშინებულები ვართ, ღამე ოთხი ადამიანი რომ შემოგივარდება იარაღით შეშინდები, აბა, რა იქნება", - ამბობს ერთერთი დაზარალებული, ზაზა ლილუაშვილი. 

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო. საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები 179 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. 

ცნობისთვის, "მთავარ არხს" მომხდართან დაკავშირებით კონფიდენციალურმა წყარომ ინფორმაცია გუშინ მიაწოდა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი