დაკავება სტენსილების გამო - სასამართლოს ეზოში აქტივისტების მხარდასაჭერად იკრიბებიან

გამოქვეყნდა:

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული სამოქალაქო აქტივისტის მხარდასაჭერად მათი მეგობრები საქალაქო სასამართლოს ეზოში იკრიბებიან. 

სამოქალაქო აქტივისტები პოლიციამ მაშინ დააკავა, როცა პარლამენტის შენობის წინ აღმართულ დროებით ღობეზე სტენსილების დატანას გეგმავდნენ. ნიკა ნარსია, გივი ცინცაძე და გიორგი კაპანაძე დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს, ხოლო რუსუდან მჭედლიძე, რომელიც ასევე დაკავებული იყო, ხელწერილით სახლში გაუშვეს და დღეს სასამართლოში დაიბარეს. 

რახან გოგო ვიყავი ერთი, მე სახლში გამიშვეს და ბიჭები იზოლატორში დატოვეს, გავიგე, რომ 11 საათზე იყო ჩანიშნული პროცესი და მოვედი, მაგრამ ახლა აღმოჩნდა, რომ 11-ზე არ დაიწყება და ამ ყინვაში უნდა ველოდო, როდის ჩაინიშნება, - ამბობს რუსუდან მჭედლიძე. 

შეგახსენებთ, არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ როგორც თბილისში, ასევე ბათუმში. პარლამენტის შენობის წინ თბილისში და ასევე ბათუმში, უზენაესი საბჭოს შენობის წინ აქციები პოლიციასთან დაპირისპირების ფონზე ტარდება.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი