ველოდებით ხელისუფლებისგან საპასუხო წინადადებების პაკეტს - ოპოზიცია მესამე რაუნდზე

გამოქვეყნდა:

ოპოზიცია "ოცნებისგან" კონკრეტული შეთავაზებებისა და მოლაპარაკების მესამე რაუნდზე მათი განხილვის მოლოდინშია.

ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი მხოლოდ კონსესუსის გზით მოგვარდება. 

"ჩვენ ნაბიჯი გადავდგით და დეტალურად გაწერილი დოკუმენტი წარვადგინეთ. ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა ვადამდელი არჩევნებია. ახლა პასუხისმგებლობა მოსახლეობის წინაშე ეკუთვნის "ქართულ ოცნებას", რომ მან გადმოდგას ნაბიჯი", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ხატია დეკანოიძე.

მესამე რაუნდის თარიღი ჯერ უცნობია, თუმცა "ევროპული საქართველოს" წევრი, სერგი კაპანაძე, ფიქრობს, რომ ის სავარაუდოდ ხვალ ან ზეგ გაიმართება

"ველოდებით ხელისუფლებისგან საპასუხო წინადადებების პაკეტს, როგორც კი მივიღებთ მას, განვიხილავთ და შემდეგ დავგეგმავთ ნაბიჯებს", - თქვა "სტარტეგია აღმაშენებლის" წევრმა, სერგო ჩიხლაძემ.

შეგახსენებთ, რომ მოლაპარაკებების მეორე რაუნდი 14 ნოემბერს გაიმართა, თუმცა მას კონკრეტული შედეგები არ მოჰყოლია.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი