აშშ და დიდი ბრიტანეთი ვაქცინაციას ხვალ იწყებენ - როდის დავიწყებთ ჩვენ

გამოქვეყნდა:

ასობით ათასი ინფიცირებული, და 1504 გარდაცვლილი.  საქართველოში კორონა ვირუსით დაავადებული პირველი პაციენტის დაფიქსირებიდან დღემდე,  კოვიდ 19-ით გარდაცვლილთა სტატისტიკა ინფიცირებულთა სიკვდლიანობის 1 %ია.  მძიმე ვირუსს, მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი ჯანდაცვის პირობებში მხოლოდ ნოემბერში თითქმის 1000 ადამიანი ემსხვერპლა.

მსოფლიოს წამყვანმა მედიასაშუალებებმა, ერთმანეთის მიყოლებით, ელვისებურად გაავრცელეს ცნობა ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer - ის მიერ შემუშავებული კორონავირუსის საწინააღმდეგო  ვაქცინის კლინიკური კვლევის შესახებ.

სხვადასხვა გავლენიანი გამოცემა თუ საააგენტო ამბობს, რომ კლინიკური კვლევის მესამე ფაზის მონაცემების ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ ვაქცინამ95% ზე მეტი ეფექტურობა აჩვენა კვლევაში ჩართულ იმ მოხალისეებში, რომლებსაც ადრე არ ჰქონდათ გადატანილი ახალი კორონავირუსი. კომპანიის მტკიცებით, ვაქცინას სერიოზული გვერდითი ეფექტები არ გამოუვლენია. 2 დეკემბერს ბრიტანეთი გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც გამოყენებისთვის დაამტკიცა გერმანიაში განთავსებული ფარმაცევტული კომპანიის, BioNTech-ის და მისი ამერიკული პარტნიორის Pfizer-ის მიერ წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება. Pfizer-ის დირექტორმა, ალბერტ ბურლამ ბრიტანეთის გადაწყვეტილებას "ისტორიული მომენტი" უწოდა.

ფაიზერის პირველი 800.000 დოზა ბრიტანეთის სხვადასვა ქალაქებში უკვე გადანაწილდა, ვაქცინაცია მომავალი კვირიდან ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფებში დაიწყება, პირველები მოხუცები, მედდები და სოციალური მუშაკები აიცრებიან. პფაიზერის ვაქცინა  სამეფო კარის იმედადაც იქცა, უინძორების ოჯახიდან  დედოფალი ელისაბედი და პრინცი ფილიპი  ბუკინგემის სასახლეში ხვალ კორონა ვირუსის წინააღმდეგ აიცრებიან. 

დეკემბრის ბოლოდან ვაქცინაცია იწყება ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, ჯორჯ ბუშმა, ბილ კლინტონმა და ბარაქ ობამამ ანტივაქსერების საპასუხოდ ღიად დააფიქსირეს მზადყოფნა კორონა ვირუსის საწინააღმდეგო აცრისთვის. ამერიკის სამ ყოფილ პრეზიდენტს ახლახანს არჩეული ჯო ბაიდენიც შეუერთდება. მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი, ქართული წარმოშობის ამეიკელი ექიმი ზურაბ გურული ამბობს, რომ შტატებშიც პირველები გადაუდებელი რისკის ჯგუფის პაციენტების აცრა დაიწყება

ვაქცინის სამი ყველაზე წარმატებული კანდიდატია - ამერიკული კომპანია Moderna-სა და ამერიკის ჯანმრთელობის ეროვნული ერთობლივი ვაქცინა, მეორე - გერმანული კომპანია BioNTech-ის, ამერიკული კომპანია Pfizer-ისა და ჩინური კომპანია Fosun Pharma-ს ერთობლივი ვაქცინა და მესამე, ბრიტანულ-შვედური კომპანია AstraZeneca და ოქსფორდის უნივერსიტეტის სამეცნიერო ჯგუფის ვაქცინა.  

ვაქცინის ისტორიაში ახალი კორონავირუსის - კოვიდ-19ის  საწინააღმდეგო პრეპარატი რეკორდულ დროში 1 წელიწადში დასრულდა, მაშინ როცა ეს დრო მინიმუმ ხუთი მაქსიმუმ 10 წელია. სტანდარტული წესით, ვაქცინები სამი ფაზის სახით  ჯერ ცხოველებზე იცდება, შემდეგ ადამიანებზე და სამივე ფაზის დასრულებას წლები სჭირდება. ამჟამად ახალი კორონავირუსის ვაქცინების 13 კანდიდატია მესამე ფაზაში, 17 კანდიდატი - მეორე ფაზაში, ხოლო 37  - პირველ ფაზაში. ათეულობით კანდიდატი ვაქცინა ცხოველებზე იცდება. 

ავსტრიის საუნივერსიტეტო კლინიკის უფროსი ექიმი ირმა კვიცარიზე ამბობს, რომ ეს არის სინათლის სიჩქარით შექმნილი ვაქცინა, ახალი ერენეი - მეთოდოლოგიით, რომელმაც გვერდითი მოქმედებისა თუ ეფექტურობის თვალსაზრისით თავისი სიტყვა  1-დან 5 წელიწადში უნდა თქვას.

1942 რუბლი ანუ 26 დოლარი ეღირება რუსული ვაქცინა სახელად სპუტნიკ 5, უფრო ნაკლებია მეორე რუსული ვაქცინის, ეპივაკკორონას ფასი.  მომავალი კვირიდან რუსეთში მასობრივი ვქცინაცია იწყება, უფასოდ და ნებაყოფლობით.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა, თქვა რომ კორონავირუსის ვაქცინებთან დაკავშირებით მიღწეული პროგრესი "გვირაბის ბოლოს სინათლეა", თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პანდემია ქრება. 

ამიტომ სამედიცინო სამყარო, ვაქცინასთან ერთად კიდევ ერთ იმედს სამკურნალო პრეპარატის შექმნაზე ამყარებს. ასეთია კანადაში მოღვაწე ავსტრიელი ექიმის იოსეფ პენინგერის 2003 წელს სარსის ეპიდემიის დროს დამუშავებული წამალი, რომელიც კორონა ვირუსს მოარგო.

გაზაფხულზე კორონა პანდემიის პირველ ეპაპზე ეფდიაიმ და მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ დიდი იმედემი დაამყარეს ანტივირუსულ პრეპარატ რემდესივირზე, მაგრამ მისი შანსები მოხმარებასთან ერთად სულ-უფრო იკლებდა ორი კვირის წინ 20 ნოემბერს ჯანმომ თქვა რომ რემდესივირი ხმარებიდან უნდა ამოიღონ, რადგან ის სიკვდილიანობას ვერ ამცირებს...

10 დღის სემდეგ 30 ნოემბერს კი საქართველოს ხელისუფლებამ 400.000 ლარი გამოყო რემდესივირის შესასყიდად. ქვეყნის მთავარმა ინფექციონისტმა თქნგიზ ცერცვაძემ კი მეტი მტკიცებულებისთვის მისი კორონა ვირუსისგან განკურნები მთავარ მიზეზად სწორედ საზღვარგარეტიდან ახლობლების მიერ გამოგზავნილი რემდესივირი დაასახელა.  

პრეპარატ რემდესივირის მოკლე ისტორია ასეთია: 

რემდესივირი ზოგადი ანტივირუსული პრეპარატია, რომელიც C ჰეპატიტის სამკურნალოდ შეიქმნა ამერიკული ფარმაკოლოგიური გიგანტის “გილიადის“ მიერ 2009 წელს, მაგრამ ეფექტურობა ვერ გამოავლინა შემდეგი ცდა ებოლას მკურნალობას უკავსირდება.

 ამ კვლევის დასკვნა ცალსახაა, რემდესივირის სიკვდილიანობას არ ამცირებს, ამიტომ შემდგომი კვლევებიდან ეს პრეპარატი უბრალოდ ამოიღეს. აქ დასრულდა რემდესივირით ებოლას მკურნალობის მცდელობა. არადა, “გილეადმა“ მასიური წარმოება დაიწყო... და “საქონელი ჩაუწვა“. კოვიდ 19 ის პანდემიამ მესამე წრეზე წასვლის შესაძლებლობა გააჩინა... ყველა კვლევა ერთ დასკვნამდე მიდის. რემდესივირი სიკვდილიანობას არ ამცირებს! ყველაზე “კარგი“ შედეგი ჰოსპიტალიზაციის შემცირებაა 4 დღით.. სულ ესაა, 2000-3000 $ დოლარის საფასურად..

ამიტომ ჩნდება კითხვა: ქვეყანა რომელსაც ამის ფუფუნება არ გააჩნია რატომ ატანს ასეულ ათას დოლარს ქარს? თუ ქარს არა, მაშინ რატომაა ხელისუფლება ასე დაინტერესებული გადაიხადოს 400 000 ლარი საეჭვო პრეპარატში. 

რეანიმატორლოგი ვახტანგ კალოიანი ამბობს რომ ხელისუფლებას საეჭვო პრეპარატი ნაცვლად ჯობდა ჟანგბადის მაღალი წნევის აპარატები შეეეძინა ამით უფრო მეტ პაციენტს გადაარჩენდა.

კორინა ვირუსუს საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტი ცირა გვასალია ამბობს რომ საინტერესოა, არამხოლოდ რემდესივირის შესყიდვის მოტივები, არამედ ისიც, თუ რატომ არ ასაჯაროვებს ჯანდაცვა კლინიკური ჯგუფის შემადგენლობას რომელთა გადაწყვეტილეიბითაც ქვეყანაში დგება პროტოკოლები, მკურნალობის მეთოდები და ჯამდება გარდაცვალების მიზეზები,  ცირა იმედოვნებს რომ პორტალ კაკტუსზე ამ მასალებს მალე განათავსებს. 

ამ საკითხების გასაჯაროვების ნაცვლად ხელისუფლ;ება ასაჯაროვებს განწყობებს უცხოეთში წარმატებული ქართველი ექიმების მიმართ, საქმეზე კომპეტენტური მსჯელობის ნაცლვლად 3 მუშკეტერად წოდებულ კოვიდის მმართველებს უცხოეთშ მოღვაწე ექიმების ნებისმიერი საჯარო გამოსვლა, რჩევა თუ რეკომენდაცია აღიზიანებთ. 

ზურაბ გურული თვლის, რომ ხელისუფლებამ უარი თქვა მსოფლიოს სხვადასხვა კლინიკებში მომუშავე ქართველი ექიმებისგან გადაზღვევაზე და ამით უარი თქვა ფადაერჩინათ მეტი პაციენტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი