სტრატეგია აღმაშენებლის წევრი, სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ შეთავაზება, რომელიც "ოცნებისგან" მიიღეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მეათე მოწვევის პარლამენტში შევიდნენ.
ჩიხლაძემ ეს ინფორმაცია გადაცემაში "მთავარი აქცენტები", ნიკა გვარამიას კითხვის პასუხად თქვა, თუ მთელი ოპოზიცია არ შედის, შედის თუ არა "სტრატეგია აღმაშენებელი" თუ ჩათვლის, რომ ის, რაც შესთავაზა ხელისუფლებამ მათთვის საკმარისია, იკითხა წამყვანმა.
აღსანიშნავია, რომ სანამ მოლაპარაკებების მესამე რაუნდი არ გაიმართება, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები შეთავაზების დეტალებზე ან "ოცნების" პასუხზე, საჯაროდ არ საუბრობენ.
"ის, რაც შემოგვთავზა ხელისუფლებამ, და ხვალ იმედია, გვექნება ამაზე საჯაროდ მსჯელობის უფლება, პირდაპირ გეუბნებით, არ არის საკმარისი, არც პარლამენტში შესასვლელად, არც მოლაპარაკებისთვის. მოლაპარაკება ზუსტად ამისთვის გვინდა, რომ წავიწიოთ წინ", - ამბობს სერგო ჩიხლაძე.
აქვე გეტყვით, რომ მოლაპარაკებების მესამე რაუნდი "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის, მედიაში გავრცელებული ცნობით, ხვალ გაიმართება. შეხვედრა ისევ ელჩების შუამავლობით შედგება.
აქვე შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური სპექტრი ხელახალ არჩევნებს, ცესკო-ს თავმჯდომარისა და ადმინისტრაციის გადადგომასა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ითხოვს.