
ზურა ჯაფარიძე ამბობს, ყოფილი თანაგუნდელები (იაგო ხვიჩია, ვახო მეგრელიშვილი, სანდრო რაქვიაშვილი) არიან სწორი ღირებულებების მქონე ადამიანები, თუმცა, ისინი ვერ შეძლებენ წარმატებული პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნას. ამის შესახებ მან, "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი აქცენტები ისაუბრა"
"პრობლემები ახლა არ დაწყებულა, პრობლემები ადრეც იყო, მაგრამ რაც მოხდა არის ის, რომ წარმატება, რომელიც ახლა "გირჩმა" დადო ეს პრობლემები გააორმაგა, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ. მე მქონდა მოლოდინი, რომ პირიქით იქნებოდა, რომ წარმატების მერე ეს ყველაფერი დალაგდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ დავინახე, რომ პირიქით მოხდა და ამან დამარწმუნა იმაში, რომ შეუძლებელია აქედან, რამე კარგი გამოვიდეს. ის ადამიანები არიან სწორი ღირებულებების მქონე ადამიანები, ბევრი კარგი რამეს გაკეთება შეუძლიათ, მე მათ გულწრფელად წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ, მე არ მჯერა, რომ ისინი შეძლებენ წარმატებული პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნას", - თქვა ზურა ჯაფარიძემ
ზურა ჯაფარიძე აქვე ამბობს, რომ ხვიჩიას, რაქვიაშვილს და მეგრელიშვილს თავანთი მხარდამჭერებიც ჰყავთ, მათმა წასვლამ კი გირჩი დააზიანა, თუმცა, თავად გააგრძლებს იმის კეთებას, რასაც აქამდე აკეთებდა.
"მათ ჰყავთ თავიანთი მხარდამჭერები. მგონი ამან "გირჩი" სერიოზულად დააზიანა. ესეთი რაღაც შეუძლებელია ზიანის გარეშე ჩაიაროს. მე მესმის ჩემი პასუხისმგებლობა. ბოდიშს ვუხდი ყველა ჩემს მხარდამჭერს და ამომრჩეველეს. ყველა იმ ნაწილში, რაშიც ფიქრობენ, რომ მე ვარ დამნაშავე, რავი ვაღიარებ. მე გაჩერებას არ ვაპირებ, რასაც ვაკეთებდი იმას გავაგრძელებ ნებისმიერ შემთხვევაში", - ამბობს ჯაფარიძე.
დღესვე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ თქვა, რომ ის პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას აპირებს და ახალ ორგანიზმსაც შემქნის.
შეგახსენებთ, რომ "გირჩის" გაყოფის შესახებ ინფორმაცია 4 დეკემბერს გავრცელდა. ზურა ჯაფარიძემ დაწერა რომ იაგო ხვიჩიასთან, ვახო მეგრელიშვილთან და სანდრო რაქვიაშვილთან ერთად "გირჩის კეთებას" აღარ აპირებს.