აქტივისტებმა აჭარის მთავრობის სახლთან შეშის ნაძვის ხე დადგეს - უწყვეტი აქცია ბათუმში

გამოქვეყნდა:

თვეზე მეტია, ბათუმში უწყვეტი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები აჭარის მთავრობის სახლთან მოწყობილ "თავისუფლების კვარტალში" ცხოვრობენ და სწორედ ამ ფორმით აპროტესტებენ გაყალბებულ არჩევნებს.

აქტივისტებმა დღის ბოლოს, სიმბოლურად, შეშის ნაძვის ხე გააკეთეს და მთავრობის სახლის წინ დადგეს. ამით მათ სოლიდარობა გამოუცხადეს იმ დემონსტრანტებს, ვისაც თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, შეშის შეტანის საშუალება არ მისცეს.

"ჩვენ შეჩერებას არ ვაპირებთ. ორი მოტხოვნა რჩება უცვლელი და გამარჯვებამდე სანამ არ მივალთ, არ გავჩერდებით. ეს აქცია ძლიერდება, დაიდგა თბილისის აქციის სოლიდარობის ნიშნად შეშის ნაძვის ხე, იმიტომ, რომ ვნახეთ, რომ რამდენიმე დღის წინ დააკავეს აქტივისტები", - ამბობს "ლელოს" წევრი, ირაკლი კუპრაძე.

ბათუმის უწყვეტ პროტესტს გუშინ თბილისიდან, გურიიდან და ქუთაისიდან ჩასული სამოქალაქო აქტივისტებიც შეუერთდნენ.

ცნობისთვის, გუშინ, საინფორმაციო აქციის დაწყებამდე ახალგაზრდული ორგანიზაციების წევრები ბათუმის წინასწარი დაკავების იზოლატორთან მივიდნენ და აქციის დროს დაპატიმრებულ ირაკლი ჩხვირკვიას სოლიდარობა გამოუცადეს.

აქვე შეგახსენებთ, რომ თბილისში, პარლამენტთან შეშის მიტანის გამო, "ოცნებამ" ახალგაზრდები ჯერ "პუტჩისტებად", შემდეგ კი, შეშის გადატანის გამო, კრიმინალებად შერაცხა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი