ჩეხეთში 27 წლის ქართველ თავდამსხმელს ეძებენ

გამოქვეყნდა:

ჩეხეთის პოლიცია საქართველოს მოქალაქეს ქვეყნის მასშტაბით ეძებს. გავრცელებული ინფორმაციით, 27 წლის ბაჩუკი ჯალაღონია პრაღის ცენტრში მომხდარი შელაპარაკების შემდეგ სასტიკად გაუსწორდა 29 წლის კაცს, რომელიც სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებების გამო, შემთხვევის ადგილიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, საქართველოს მოქალაქე ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მიყენებაშია ეჭვიტანილი. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ ბაჩუკი ჯალაღონია ქუჩაში ახლაც შეიარაღებული გადაადგილდება და ის მოსახლეობისთვის საშიშია. პოლიციის ინფორმაციით, ძებნილი მსგავსი დანაშაულისთვის ნასამართლევი ადრეც იყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი