ეკლესიაში რეგულაციების გამკაცრების შესახებ საპატრიარქოს განმარტება ჯერ არ გაუკეთებია

გამოქვეყნდა:

საქართველოს საპატრიარქოს რეგულაციების გამკაცრების შესახებ ჯერ განმარტება არ გაუკეთებია. სასულიერო პირები ამბობენ, რომ ეკლესია "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის" მიერ გაცემულ რეკომენდაციებს იცავს.

"რა რეგულაციებიც დადგინდა თავის დროზე, ზოგადად, და საპატრიარქომაც გამოაცხადა, რომ საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში უნდა იყოს დისტანცია დაცული და პირბადე უნდა ეკეთოთ. თავიდანვე მოვნიშნეთ ტაძარში და ტაძრის ირგვლივ ტერიტორია, დისტანცია და პირბადეს, ჩვენი მორჩილები დადიან ტაძარში და სთხოვენ, რომ ყველამ გაიკეთოს პირბადე. დანარჩენი, სხვა რეგულაცია, ყველა მაგ წესეით მუშაობს და ცხოვრობს ამ ქვეყააში და ეკლესიას რა დამატებითი რეგულაცია უნდა", - ამბობს არქიმანდრიტი მამა იოანე (მჭედლიშვილი). 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე კი, სასულიერო პირებსა და მრევლს, კორონავირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით, რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

შეგახსენებთ, რომ დღეს კორონავირუსით კიდევ ერთი სასულიერო პირი - დეკანოზი დავით ქვლივიძე გარდაიცვალა.

დღესვე ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ "ამ თვის ბოლოს შეიძლება, ახალ შემთხვევათა რიცხი, მართლაც გავანახევროთ და შეიძლება ქვესვლის სერიოზული ტენდენცია შეიქმნას," იმ შემთხვევაში თუ  ყველა დაიცავს რეგულაციებს და ატარებს პირბადეს. 

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 501 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 3 988 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 36 პაციენტი გარდაიცვალა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი