ახლა წავა ინდივიდუალური მუშაობა და დაწყებულიც არის - ბურჯანაძე გადაბირებებზე

გამოქვეყნდა:

დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ლიდერი, ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ "ქართული ოცნება" ოპოზიციის წარმომადგენლებთან ახლა ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს დაიწყებს და შეეცდება გადაიბიროს და დაითანხმოს იმისთვის, რომ პარლამენტში შევიდნენ:

"დააკვირდით როგორი განცხადება გაკეთდა, ის კი არ თქვეს, რომ პარტიები შევლენო, პარტიების წარმომადგენლებიო. ამ ეტაპზე, სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ამდენი ხანი ოპოზიციური ერთობა ესეთი მყარი არ ყოფილა. ახლა წავა ინდივიდუალური მუშაობა და დაწყებულიც არის კარგა ხანია", - ამბობს ნინო ბურჯანაძე "მთავარი არხის" ეთერში.

"დღის სტუმარში" საუბრისას ბურჯანაძე ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებების მესამე რაუნდის შემდეგ, ირაკლი კობახიძისა და არჩილ თალაკვაძის გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა, სადაც ისინი ამბობენ, რომ ოპოზიციის პარლამენტში შესვლის იმედი აქვთ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი