იმედი მაქვს, რვავე პარტია მიიღებს პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას - ირაკლი კობახიძე

გამოქვეყნდა:

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდის დასრულების შემდეგ, "ქართული ოცნების" ერთერთი ლიდერი, ირაკლი კობახიძე, ამბობს, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან საქმიანი და, მისი აზრით, ოპტიმისტური განწყობა იყო. 

"ჩვენ იმედი გვაქვს, რომ რვავე პარტია მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, თუმცა, ყველა შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში, მომავალ წელს, ყველა დეპუტატით იქნება წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტი. ჩვენ გვაქვს ინსტრუმენტები იმისათვის, რომ მეტი შანსი მივცეთ დროის თვალსაზრისით პოლიტიკურ პარტიებს, რომ ჩამოყალიბდნენ საკუთარ პოზიციაზე პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით", - ამბობს ირაკლი კობახიძე. 

"ქართული ოცნების" ლიდერმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებისას არსებულ "წითელ ხაზებზეც" ისაუბრა. 

"ჩვენთვის არსებობს წითელი ხაზები, ეს ცნობილია და შეგვიძლია გავიმეოროთ. ეს წითელი ხაზები უკავშირდება ხელახალ არჩევენებს. რაც შეეხება ოპტიმიზმის საფუძველს, დრო ბევრი არ არის დარჩენილი და იმედი მაქვს, საბოლოოდ ყველა პოლიტიკური პარტია იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რაც საჭიროა", - ამბობს ირაკლი კობახიძე. 

ამასთან, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ შეთანხმებას არა ერთმანეთის დათმობით, არამედ, ქვეყნის სწორ განვითარებაზე ფოკუსირებით უნდა მიაღწიონ.

"ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ არა დათმობების პრინციპით, არამედ იმ პრინციპით, თუ რა სჭირდება ქვეყნის სწორ განვითარებას. დათმობა არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ქვეყნის ინტერესების ხარჯზე და ზუსტად ამ პრინციპით ვხელმძღვანელობთ და იმედი გვაქვს, ყველა ოპოზიციური პარტია ამ პრინციპით იხელმძღვანელებს", - ამბობს ირაკლი კობახიძე.

რაც შეეხება პოლიტპატიმრებისა და სისხლის სამართლის საქმეებს, ეს, ირაკლი კობახიძის თქმით, პროკურატურამ და სასამართლომ უნდა შეისწავლონ. 

შეგახსენებთ, რომ მესამე რაუნდი - აშშ–ისა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით - დღეს გაიმართა. დახურული შეხვედრა დღის 11:00 საათიდან ამერიკის ელჩის რეზიდენციაში მიმდინარეობდა და 5 საათზე დასრულდა. 

მედიასთან კომენტარი მოლაპარაკებებიდან გამოსულმა ოპოზიციის წევრებმაც გააკეთეს: 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი