მესამე რაუნდის მოლაპარაკებებიდან გამოსულმა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, თქვა, რომ განმეორებით არჩევნებს "ოცნება" არ განიხილავს.
"დღევანდელი შეხვედრა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია შეთანხმებისკენ. ეს ემსახურებოდა პოზიციების კიდევ უფრო დაახლოებას და გრძელვადიან თანამშრომლობას. მსურს, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ელჩებს, რომლებიც ფასილიტაციას უწევენ დიალოგს. იმედს გამოვთქვამ, შემდეგ შეხვედრებზე ჩვენ შევძლებთ პოზიციების ისე შეთანხმებას, რომ შესაძლებელი გახდება მისი გაფორმება. განმეორებით არჩევნებს "ოცნება" არ განიხილავს. პანდემიის მიუხედავად, 2 მილიონამდე მოქალაქემ გააკეთა არჩევანი და არ გვაქვს საფუძველი ეჭვქვეშ დავაყენოთ ის", - ამბობს თალაკვაძე.
მედიასთან კომენტარი მოლაპარაკებებიდან გამოსულმა ოპოზიციის წევრებმაც გააკეთეს: