რუსეთის სასამართლომ ბელგოროდის ოლქში საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის ქართველ და უკრაინელ მოქალაქეებს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
საზედამხედველო უწყების მონაცემებით, დაკავებულები, რომლებსაც სათანადო საბუთები არ ჰქონდათ, ივნისში - უკრაინიდან რუსეთის ტერიტორიის გავლით - აპირებდნენ საქართველოში გამგზავრებას.
ორივე დაკავებული სასჯელს რუსეთში, საერთო რეჟიმის კოლონიაში მოიხდის.