მობრძანდით დღეს ეთერში-მოგვიყებით ვის და რაში ადანაშაულებთ? - ნიკა გვარამია გიორგი ვაშაძეს

გამოქვეყნდა:

დღეს "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის კომენტარს ეხმიანება, რომელშიც ოპოზიციონერი ამბობს, რომ მასსა და მის პარტიაზე თავდასხმის ერთერთი ფიგურანტი ნიკა გვარამიაცაა.

"ბატონო Giorgi Vashadze რა ჩემ მიერ მხარდაჭერილმა ძალებმა, თან ჩემი მონაწილეობით, დაგიყენეს ისანში კანდიდატი? თან იმ ისანში, სადაც მეორე ადგილზეც ვერ გახვედით? რა მთავარი არხი გიძღვნიდათ ბინძურ სიუჟეტებს?! რას ქვია არ დაგირეკეს? პასუხზე რომ უარი თქვით, თქვენ არ იყავით?!! ეთერს რომ მათხოვრობდით წინასაარჩევნოდ და ახლა ვერ მოგიყვანეთ სტუდიაში, თქვენ ის გიორგი ვაშაძე არ ხართ?!!

უკაცრავად, რა ისტერიკა, სიგიჟე და ბინძური ტყუილია?!!

მობრძანდით დღეს ეთერში და მომიყევით მეც და მაყურებელსაც ვის და რაში ადანაშაულებთ?!!

ძალიან სირცხვილია", - წერს გვარამია.

ცნობისთვის, როგორც "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიამ ფეისბუქზე დაწერა, მას აქვს ინფორმაცია, რომ 7 ოპოზიციონერი, სამი პარტიიდან, პარლამენტში შესვლას აპირებს

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაციარომ პარლამენტში შესვლას შესაძლოა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი და "გირჩის" წევრები დათანხმდნენ, ზურა ჯაფარიძის გამოკლებით. 

გავრცელებულ ინფორმაციაზე მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის წინ გიორგი ვაშაძემ თქვა, რომ "სტარტეგია აღმაშენებელი" შეთანხმების გარეშე არსად შესვლას არ აპირებს. აგრეთვე, როგორც ითქვა, ვაშაძემ ნიკა გვარამია და "მთავარი არხი" თავდასხმაში დაადანაშაულა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი