მეოთხე და გადამწყვეტი რაუნდი - აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკებები გრძელდება

გამოქვეყნდა:

აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი გრძელდება.

უკვე 2 საათი ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები შუამავალი ელჩების მონაწილეობით აუდიენციას მართავენ.

სავარაუდოდ დღევანდელი მოლაპარაკებები იქნება გადამწყვეტი და გაირკვევა მთავარი კითხვა- ვინ შედის ოპოზიციიდან მე-10 მოწვევის პარლამენტში და ვინ არა.

პარლამენტის პირველ სხდომამდე კი 3 დღეც აღარ დარჩა.  

მხოლოდ საარჩევნო კოდექსის გამო პარლამენტში შესვლა, ჩვენ, ევროპულ საქართველოს მიგვაჩნია ქართული ოცნებისთვის გამოსავლის შეთავაზებად, გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციად, ამიტომ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ და იმედი მაქვს, არც ერთი სხვა პარტია ამას არ გააკეთებს-  ამბობს დავით ბაქრაძე "ევროპული საქართველს" ლიდერი.

მანდატებზე უარი უნდა ითქვას 11-შივე, ე.წ ბიძინა ივანიშვილის სახელობის პარლამენტის გახსნას უნდა დაემთხვეს მანდატებზე უარის თქმა და სიების ჩახსნა- ამბობს შალვა ნათელაშვილი

ჩვენ ვთვლით, რომ ეს არჩევნები გაყალბდა ტოტალურად. ასა თვლის საზოგადოების უდიდესი ნაწილი და ვთვლით, რომ არ შეიძლება ამ გაყალბებული არჩევნებით მოწვეულ პარლამენტში მონაწილეობა - ამბობს პატრიოტთა ალიანსის" წევრი გოჩა თევდორაძე

ვრცელდება ინფორმაცია რომ 7 ოპოზიციონერი სამი პარტიიდან პარლამენტში შესვლას გეგმავს, თუმცა ინფორმაციას თავად ამ პარტიის ლიდერები მედიასთან უარყოფენ.

ინფორმაცია კი საკანონმდებლო ორგანში შესვლაზე ვრცელდებოდა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძისა და მისი თანაპარტიელის, პაატა მანჯგალაძის, ასევე ალეკო ელისაშვილისა და მისი თანაპარტიელის, ლევან იოსელიანის და "გირჩიდან" იმ სამი წევრის შესახებ, რომლებსაც დაპირისპირება აქვთ ზურა ჯაფარიძესთან.

გიორგი ვაშაძე და ალეკო ელისაშვილი აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში შესვლამდე გამოჩდნენ ჟურნალისტებთან. ელისაშვილმა თქვა რომ კომენტარს შეხვედრიდან გამოსვლის შემდგ გააკეთებს, ხოლო გიორგი ვაშაძე დღეს გავრცელებულმა ინფორმაცია გააღიზიანა და მისი შეტევის მთავარი სამიზნე "მთავარი არხი" და ნიკა გვარამია გახდა. 

გირჩის წევრები კი ამბობენ, რომ ენმ-ს გარეშე არსად შესვლას არ აპირებენ.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი